ნორმალური ჰიდრატაცია ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს და ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალური ჰიდრატაცია აქვთ უფრო ჯანმრთელები არიან, ნაკლებად უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები (ინსულტის, დიაბეტისა და დემენციის ჩათვლით) და უფრო დიდხანს ცხოვრობენ იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ საკმარის სითხეს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, დეჰიდრატაცია თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს თქვენი აზროვნებისა და განწყობაზე, ზრდის თირკმლის ქვების წარმოქმნის ალბათობას. საკმარისი წყლის მიღება კი ხელს უწყობს დეჰიდრატაციის რისკის შემცირებას და შესაბამისად ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილებას.
ამას გარდა, დეჰიდრატაცია ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსუქნე ან მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ, უფრო ნაკლებ წყალს სვამენ.