პროდუქტები, რომლებიც ცხიმის წვას უწყობენ ხელს
ცხიმის წვას უწყობს ხელს.
ასეთი პროდუქტებია:
კვერცხი - მდიდარია პროტეინებით, ამასთან 20-35%-ით აჩქარებს მეტაბოლიზმს. (კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმეზე კვერცხს მიირთმევდნენ დღის განმავლობაში დაახლოებით 400 კალორიით ნაკლებს იღებდნენ).
თხილეული - მდიდარია პროტეინებით და სასარგებლო ცხიმებით. ხელს უწყობს დიდი ხნის განმავლობაში ნაყროვანების შეგრძნების შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს დღის განმავლობაში ნაკლები კალორიების მიღებას.
გრეიფრუტი - მის შემადგნელობაში შემავალი ანტიოქსიდანტი ეხმარება ღვიძლს ჭარბი ცხიმის დაწვაში.
კენკროვანი ხილი - ბოჭკოს მდიდარ წყაროს წარმოადგენს. კენკროვანი ხილი აჩქარებს მეტაბოლიზმს და არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას. მაგალითად, ჟოლო შეიცავს კეტონს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის წვის პროცესს. მოცვის რეგულარულად მიღება კი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ცხარე წიწაკა - წიწაკის შემადგენელი ერთ-ერთი ნივთერება(კაპსაიცინი) ხელს უწყობს სხეულში კალორიების წვასა და ცხიმების დაშლას. კვლევების თანახმად, ცხარე საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის მანძილზე ნივთიერებათა ცვლა 25%-მდე ჩქარდება.
ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი მდიდარია ომეგა-3-ით, იგი სხვა დადებით ეფექტთან ერთად არეგულირებს მადას, სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს წონის კლებას.
კეფირი - ნაწლავის ბაქტერიები გავლენას ახდენენ წონასა და მეტაბოლიზმზე. კეფირი კი შეიცავს პრობიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ნაწლავის ფლორის მოწესრიგებას. პოზიტიურად მოქმედებს იოგურტიც.
მწვანე ჩაი - ეხმარება ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონ თიროქსინის წარმოქმნაში, რომელიც დიდ როლს თამაშობს მეტაბოლიზმის დარეგულირებაში. ამასთან, მწვანე ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და ცხიმის წვის პროცესს (თუმცა, დიდი რაოდენობით მწვანე ჩაის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან დღიურად 800 მგ-ზე მეტმა ანტიოქსიდანტმა შეიძლება ღვიძლის პრობლემები გამოიწვიოს).