რა მოხდება, თუ ალკოჰოლზე ერთი თვით უარს იტყვით
ალკოჰოლზე უარის თქმით მდგომარეობა უმჯობესდება - წნევა ნორმას უბრუნდება, დაავადების რისკი საგრძნობლად ეცემა. სიფხიზლის ერთი თვე არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაა საუკეთესო
ალკოჰოლი ცუდია ძილის ხარისხისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. თუ ერთი თვის განმავლობაში არ დალევთ ალკოჰოლს, ძილი და დასვენება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. შედეგი იქნება სიმსუბუქე და სიცოცხლისუნარიანობა მთელი დღის განმავლობაში. ბრიტანელების 56 %-ის განცხადებით, ისინი სვამენ მხოლოდ დასასვენებლად. თუმცა შვება დროებითია და ზოგადი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება სერიოზულად დაზარალდეს.