რამდენად სახიფათოა ძილის აპნოე
მისი ნიშნებია - ხვრინვა და ძილის შემდეგ დაღლილობის შეგრძნება.
განარჩევენ ძილის აპნოეს შემდეგ ტიპებს:
- ცენტრალური ძილის აპნოე - რომლის დროსაც ტვინი არ აგზავნის ბრძანებას იმ კუნთებთან, რომლებიც მონაწილეობენ სუნთქვის პროცესში;
- ობსტრუქციული ძილის აპნოე - მას ყელის კუნთების მოდუნება იწვევს.როდესაც კუნთი მოდუნებულია, ჰაერის შესუნთქვის შედეგად სასუნთქი გზები ვიწროვდება ან იკეტება და ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობის ჰაერი, ჟანგბადის დონე სისხლში კი იკლებს. სუნთქვის გაძნელების საპასუხოდ, ტვინი აგზავნის სიგნალებს, რაც ადამიანის გამოღვიძებას იწვევს;
- კომპლექსური ძილის აპნოე - ამ დროს ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოე ერთად ვითარდება
ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოეს სიმპტომები მსგავსია. ძილის აპნოეს ახასიათებს:
- ძილისას მძიმედ სუნთქვა;
- ძილის დროს სუნთქვის პერიოდული შეჩერება;
- ხვრინვა;
- გამოღვიძებისას პირის სიმშრალე;
- თავის ტკივილი;
- უძილობა ;
- კონცენტრაციის დარღვევა;
- გაღიზიანებადობა
ობსტრუქციული ძილის აპნოეს პროვოცირებას ახდენს:
- ვიწრო სასუნთქი გზები(თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავის მქონე ადამიანებს შესაძლოა შეექმნათ სუნთქვის პრობლემები);
- ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა;
- ნუშისებრი ჯირკვლებისა და ადენოიდების ჰიპერტროფია(ძირითადად ბავშვებში);
- ჭარბწონიანობა (ამ დროს ცხიმოვანი ფენა გროვდება ზედა სასუნთქ გზებთან, რაც ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას);
- ალკოჰოლის, თამბაქოს, დამამშვიდებელი ან საძილე საშუალებების მოხმარება ადუნებს სასუნთქი სისტემი კუნთებს, რაც აუარესებს აპნოეს
ცენტრალური ძილის აპნოეს პროვოცირებას ახდენს:
გულის დაავადებები - წარმოადგენს ცენტრალური ძილის აპნოეს ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორს, ასევე ასაკის მატება.
ძილია აპნოე საკმაოდ საყურადღებო პრობლემაა, ვინაიდან შესაძლოა სხვა გართულებებიც გამოიწვიოს:
- დაღლილობა დღის განმავლობაში;
- კონცენტრაციის დარღვევა;
- მოულოდნელად ჩაძინება;
- გუნება-განწყობის გუარესება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- გულის პრობლემები;
- ღვიძლის პრობლემები - იმ პირებს, რომელთაც ძილის აპნოე აწუხებთ, ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ფიბროზი, ციროზი,არაალკოჰოლური მიზეზებით გამოწვეული ღვიძლის გაცხიმოვნება)
ობსტრუქციულმა ძილის აპნოემ შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია.
ასევე, აპნოემ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინის რეზისტენტობა და განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი.
ძილის აპნოეს შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა, რადგან ეს ხელს შეუწყობს დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას, გართულებებისა და გულის დაავადებების თავიდან აცილებას.