რა რაოდენობის პროტეინი სჭირდება ადამიანს
ორგანიზმს მაკრონუტრიენტები დიდი რაოდენობით სჭირდება. პროტეინები ადამიანის თითქმის ყველა უჯრედის შემადგენელი ნაწილია.
ის ორგანიზმს ეხმარება უჯრედების და ქსოვილების შენებაში. პროტეინი შედის თმის, კანის, ფრჩხილის,ძვლების შემადგენლობაში. მონაწილეობს სასიცოცხლო ფუნქციებში, როგორებიცაა: სისხლის შედედება; იმუნური რეაქციები; მხედველობა; ჰორმონებთან დაკავშირებული პროცესები. ამასთან, პროტეინები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ზრდა-განვითარებაში განსაკუთრებით აუცილებელია მისი ბალანსის შენარჩუნება ბავშვობის, მოზარდობის და ორსულობის პერიოდში.
პროტეინი კვების რაციონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი რაოდენობის განსაზღვრა კი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე(ასაკზე, სქესზე).
პროტეინების კარგი წყაროა:
- ზღვის პროდუქტები;
- ხორცი;
- კვერცხი;
- თხილეული;
- მარცვლეული;
- ლობიო;
- რძის პროდუქტები
ამერიკის საკვების და წამლის სააგენტოს რეკომენდაციით, მოზარდებმა ყოველდღიურად დაახლოებით 50 გ პროტეინი უნდა მიიღონ. ხოლო, კვების გაიდლაინის მიხედვით, რეკომენდებული დღიური დოზები ასე ნაწილდება:
- ბავშვები 1-3 წელი - 13 გ;
- ბავშვები 4-8 წელი - 19გ;
- ბავშვები 9-13 წელი - 34გ;
- მოზარდი(გოგონები) 14-18 წელი - 46გ; ბიჭები - 52გ;
- 19 წელს ზემოთ გოგონები - 46გ; ბიჭები - 56გ
გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროტეინების დოზები, საჭიროება და მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს და განსხვავდებოდეს ფიზიკური აქტივობის, წონის, სიმაღლის მიხედვით.
პროტეინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კუნთების სისუსტე;
- ჰორმონალური დისბალანსი;
- ზრდის შეფერხება;
- თმის გაუხეშება, მტვრევადობის მომატება