როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა სუსტი იმუნური სისტემის პირობებში
სხვადასხვა დაავადებამ ან დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს იმუნური სისტემის დასუსტება.
იმუნური სისტემის ფუნქციების დაქვეითების მიზეზები შეიძლება იყოს:
- აივ ინფექცია;
- სიმსივნის გარკვეული ტიპები;
- მალნუტრიცია;
- ვირუსული ჰეპატიტები;
- გარკვეული ტიპის მკურნალობის კურსი
ადამიანებს, რომელთაც დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ, დაავადებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
დაქვეითებული იმუნური სისტემის ნიშნებია:
- ხშირი ავადობა;
- პნევმონია;
- ბრონქიტი;
- კანის ინფექციები
იმ ადამიანებს, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:
ჰიგიენას
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით (CDC), საჭიროა ხელების დაბანა შემდეგი სიხშირით:
- საკვების მომზადების წინ და შემდეგ;
- საკვების მიღების წინ;
- დახველების შემდეგ;
- ცხოველების და მათ საკვებთან შეხების შემდეგ;
- ნაგავთან, დაბინძურებულ საგანთან შეხების შემდეგ
CDC-ის თანახმად, ხელების დაბანა 58%-ით ამცირებს დიარეის განვითარების რისკს.
გართულებების შესამცირებლად:
- მაქსიმალურად მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომელთაც აღენიშნებათ გაციების სიმტომები;
- საჭიროა საყოფაცხოვრებო ზედაპირების დეზინფექცია, ვინაიდან მათზე მიკრობების დაგროვება ხდება;
- მართეთ სტრესი - სტრესის შემცირებისათვის გამოიყენეთ იოგა, ვარჯიში, მედიტაცია;
- მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;
- იკვებეთ ჯანსაღად - მიიღეთ ხილი, ბოსტნეული და ორგანიზმისთვის საჭირო ნუტრიენტებით მდიდარი საკვები.