ყოველდღიურად ერთი მუჭა ნუშის ჭამა აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყოველდღიურად ერთი მუჭა ნუშის ჭამა აუმჯობესებს ნაწლავების ჯანმრთელობას

რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას.

კალიფორნიის ნუშის მწარმოებელთა საბჭოს მიერ მხარდაჭერილ კვლევაში ჩაერთო 87 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, რომლებიც მოიხმარდნენ მცირე რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს და ხშირად ჭამდნენ შოკოლადს, ჩიფსს და სხვა „არაჯანსაღ“ საკვებს.

ისინი დაყვეს სამ ჯგუფად: ერთმა ჯგუფმა დაუმატა რაციონს დღეში 56 გრამი მთელი ნუში, მეორემ 56 გრამი დაფქული ნუში, ხოლო საკონტროლო ჯგუფი ოთხი კვირის განმავლობაში ჭამდა მაფინებს ექვივალენტური კალორიული შემცველობით.

ბუტირატის შემცველობა ნაწლავებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო მათში, ვინც ჭამდა ნუშის.

ბუტირატი არის მოკლე ჯაჭვის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოადგენს საწვავის ძირითად წყაროს მსხვილი ნაწლავის ამომფენი უჯრედებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას.

ასევე, მუჭა ნუშის ყოველდღიურმა მოხმარებამ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით გაზარდა კალიუმის და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დონე. გარდა ამისა, მათ, ვინც მთელ ნუშს მიირთმევდა, უფრო ხშირი იყო ნაწლავის მოქმედება ბოჭკოს მოხმარების გაზრდის გამო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნუშის ჭამა შეიძლება ასევე სასარგებლო იყოს ყაბზობით დაავადებული ადამიანებისთვის.

ნაწლავის მიკრობიომი შედგება ათასობით მიკროორგანიზმისგან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საკვები ნივთიერებების მონელებაში და შეუძლიათ დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინონ საჭმლის მომნელებელ და იმუნურ სისტემებზე.

მიღებული მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეული სახის საკვების მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას.