პროტეინების ნაკლებობის ნიშნები

არსებობს გარკვეულ ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც პროტეინების ნაკლებობაზე მიგვანიშნებს:
დაღლილობისა და შიმშილის შეგრძნება - საჭმლის მომნელებელი სისტემა პროტეინების გადამუშავებას დიდ დროს ანდომებს. ეს კი დიდი ხნის მანძილზე მაძღრობის შეგრძნებას განაპირობებს, ასევე პროტეინები ენერგიის კარგი წყაროა. მისი ნაკლებობა პირდაპირ აისახება ორგანიზმის ზოგად სისუსტეზე.
კუნთების სისუსტე - პროტეინები ხელს უწყობს კუნთების აქტიურ ზრდას. მათი ნაკლებობის შემთხვევაში კი იწყება კუნთების დასუსტება და დაშლა.
ფეხების შეშუპება - გამომდინარე იქიდან, რომ პროტეინები ხელს უწყობენ სისხლის ნორმალურ ცირკულაციას, მათი ნაკლებობისას შესაძლოა მოხდეს სითხის შეკავება,რაც იწვევს ფეხების შეშუპებას.
წონაში კლების გაძნელება - პროტეინები საკმაოდ მაღალმოლეკულური ნაერთებია, მათი გადამუშავებისას ბევრი კალორია იხარჯება,რაც ბუნებრივად უწყობს ხელს წონის კლებას. პროტეინების ნაკლებობის შემთხვევაში კი ეს პროცესი შეფერხებულია;
სხვა ნიშნებს შორისაა: თმის ზრდის შეფერხება, ცვენა, კანის აქერცვლა, დასუსტებული იმუნური სისტემა და ხშირი ავადობა.
პროტეინებით მდიდარი პროდუქტებია: კვერცხი, თევზი, ნუში, იოგურტი, რძე, გოგრის თესლი.