/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

დაუმეგობრდით ამინდს

დაუმეგობრდით ამინდს
ამინდის ცვალებადობა გავლენას ახდენს განწყობაზე

ჩემი ორგანიზმი საოცრად რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე. ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს. მეუბნებიან, რომ მეტეოდამოკიდებული ვარ. როგორ გავუმკლავდე ამინდის ჭირვეულობას? მარიკა, 32 წლის.

ხშირი ჰორმონული ძვრების გამო ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან ამინდის მკვეთრი ცვალებადობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები, განსაკუთრებით კი ის ქალები, რომელთაც უმნიშვნელო ემოციური დარღვევები აქვთ, იოლად სძლევთ შიში, ყველგან საფრთხე ეჩვენებათ ან ხშირად განიცდიან სტრესს, აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, ეწევიან ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას, ეწევიან თამბაქოს. მიზეზი: თუ დღეს +15 გრადუსი სითბოა, ხვალ - 1, ზეგ კი მაგნიტური ქარიშხალი, ორგანიზმი უბრალოდ ვერ ასწრებს ტემპერატურულ ძვრებთან შეგუებას.

ამინდის ცვალებადობით გამოწვეული უქეიფობა გავლენას ახდენს განწყობაზე და აისახება გარეგნობაზე. ასეთ დროს ეფექტურია ეთერზეთების აბაზანები, სოლარიუმი. ხელოვნური მზის სხივები D ვიტამინის დეფიციტს აგინაზღაურებთ, ოღონდ წინასწარ გაარკვიეთ, უკუნაჩვენები ხომ არ არის თქვენი ორგანიზმისთვის სოლარიუმი. გადაავლეთ თვალი თქვენს დღის რეჟიმს. იქნება ძილი გაკლიათ და ნერვული სისტემა დასვენებას ვერ ასწრებს? კარგი იქნება, თუ საცურაო აუზის აბონემენტს შეიძენთ. მოელაპარაკეთ მეგობრებს და ერთად მიიღეთ წყლის პროცედურები - ასე უფრო სახალისო იქნება. მოეშვებით, განიტვირთებით, დამცავი ძალების მობილიზებას მოახდენთ.

კიდევ ერთი ვარიანტი - იარეთ საუნაში. ორთქლის აბაზანა ავარჯიშებს თერმორეგულაციას, არაჩვეულებრივ ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე.

მძიმე დღეების რაციონი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როცა ამინდის ცვლილების გამო თავს ცუდად გრძნობთ, ვერც თქვენი კუჭი მუშაობს სრულფასოვნად - საკვების გადამამუშავებელი ფერმენტების გამომუშავება მცირდება. ამ დროს სასარგებლოა უმი ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, უგაზო მინერალური წყალი, ზღვის პროდუქტები, ახალი რძე, გარგარის ჩირი და ქიშმიში, ასევე - მათი კომპოტი, ვაშლი, სტაფილო, ბარდის, ლობიოს კერძები. საუკეთესო არჩევანია ორთქლზე მომზადებული და მოშუშული ბოსტნეული.

რჩევა: თავი არიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და შეხვედრებს, მძიმე საკვებს (ცხიმიან ხორცს, ტკბილეულს, ხრაშუნა კარტოფილს, შაშხს).

თამაში კონტრასტზე

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

გაკაჟდით. კონტრასტული შხაპი სხეულს სიცივეს შეაჩვევს და იმუნიტეტს მოაძლიერებს. რჩევა: წყლის ტემპერატურა თანდათანობით შეამცირეთ, თორემ მეტეოდამოკიდებულებას გაციება დაემატება. ხელი მოჰკიდეთ სპორტს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. თუ ამინდი უსიამოვნო სიურპრიზებს არ წყვეტს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჩაი დაგეხმარებათ

მეტეოროლოგიური სტრესი თავიდან რომ აიცილოთ, პირველი სიმპტომების შემჩნევისთანავე დალიეთ მაგარი, არომატული თაფლიანი ჩაი. შეგიძლიათ, დაუმატოთ ასკილი და სხვა სასარგებლო მცენარეებიც. ასეთი ჩაი თვითშეგრძნებას გამოგიკეთებთ და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ. პროფილაქტიკისთვის კარგია სურნელოვანი ბარამბო - ის წმენდს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს წნევას. კარგიაბარამბოს, ცაცხვისა და პასიფლორას ნარევიც.

სიცივეში დილაობით აუცილებლად მიირთვით ჩაი. ის არა მარტო ათბობს, არამედ ტონუსსაც ამაღლებს და განწყობასაც აუმჯობესებს. თუ ჩაის რამდენიმე ულუფა ლიმონს და 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატებთ, მიიღებთ ძალიან გემრიელ და მასაზრდოებელ სასმელს.

შეიძინეთ თბილი ნივთებიც - კაშნე, ქუდი, ხელთათმანები, სასურველია, ხასხასა, ხალისიანი ფერისა. საერთოდ, საზამთრო გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ თუდაც ერთი ასეთი ნივთი. ის განწყობასაც გამოგიკეთებთ და გარშემო მყოფთა ყურადღებასაც მიიქცევს. თქვენც თითქოს გარდაიქმნებით და სტრესიც შემცირდება.

როცა ამინდი სწრაფად იცვლება, ეცადეთ, ამ დროს სადმე გაემგზავროთ, მაგალითად, სათხილამურო კურორტზე. დროებით დაივიწყეთ ქალაქის ნაცრისფერი პეიზაჟები, ისუნთქეთ სუფთა ჰაერით, ისრიალეთ.

შეიძლება, ვინმე საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ. სხვათა შორის, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ზამთრის რომანები ყველაზე მტკიცეა და თუ წყვილი შეძლებს ცივი სეზონის გადალახვას, მათ ურთიერთობას აუცილებლად ექნება მომავალი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელი ხილია სასარგებლო თირკმლის ფუნქციის დარღვევისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ხილია სასარგებლო თირკმლის ფუნქციის დარღვევისას

განსაკუთრებით ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით გაჯერებული ხილი, თუმცა არ უნდა შეიცავდეს ფოსფორისა და კალიუმის დიდ რაოდენობას(ბანანი, ფორთოხალი, კივი), ვინაიდან არსებობს რისკი ამ მიკროელემენტების არასრულფასოვანი ფილტრაციის და შესაბამისად სისხლში მათი კონცენტრაციის გაზრდის.

r-1668526678.jpg

თირკმლის ფუნქციებს აუმჯობესებს:

მარწყვი - ეს ხილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, C ვიტამინით და ფენოლებით. მარწყვი დადებითად მოქმედებს როგორც, თირკმელზე, ასევე ზოგად ჯანმრთელობაზეც.

მოცვი - ამცირებს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს თირკმლის რენალურ ფუნქციებს;

ვაშლი - მდიდარია ბოჭკოთი, ასევე, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს და პოზიტიურად აისახება თირკმლის ფუნქციებზე;

ყურძენი, ქლიავი - შეიცავს ბოჭკოს, მდიდარია მინერალებით;

ანანასი - მდიდარია ბოჭკოთი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას(მაღალი არტერიული წნევა ხშირად არის თირკმლისმიერი პათოლოგიის შედეგი);

ლიმონი - ლიმონის წვენის ყოველდღიური მიღება ამცირებს თირკმელში კენჭების გაჩენის რისკს