თვალი და დიაბეტი

რა უნდა გავაკეთოთ დიაბეტისას თვალის დასაცავად
- თვალის დასაცავად და გართულებების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად საჭიროა:
- ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი (წელში ერთხელ) რათა მოხდეს დარღვევების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დაწყება;
- სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი;
- ჯანსაღი კვება(მენიუში უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული);
- ფიზიკური აქტივობა(სისხლში ამცირებს გლუკოზის დონეს)
სიმპტომები, რომელთა გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან ვიზიტი:
- მხედველობის დაბინდვა;
- შავი წერტილების, ლაქების გაჩენა მხედველობის არეში;
- სინათლის გაელვება;
- ფერების ცუდად აღქმა;
- მხედველობის დაკარგვა