რომელი საშიში დაავადებებით შეიძლება დავსნებოვნდეთ ჭურჭლიდან და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიდან
არაა რეკომენდებული ოჯახში ერთი და იგივე ჭიქიდან წყლის დალევა: არსებობს დაავადებები, რომლებითაც შეიძლება დასნებოვნება კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით. ისინი გადაეცემა საყოფაცხოვრებო საგნებით ინფექციის გამომწვევთან უშუალო კონტაქტისას. ასეთი დაავადებები შეიძლება იყოს: ჰერპესი, მუნი, ჰელიკობაქტერიული ინფექცია, ჰელმინტები, А ჰეპატიტი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და სხვა. მაშინაც კი თუ ოჯახის წევრებს ინფექციური დაავადებები არ აღენიშნება, არ შეიძლება ჰიგიენის წესების უგულებელყოფა.
ზოგადად პროფილაქტიკის ღონისძიებები მარტივია: გულდასმით უნდა დამუშავდეს ერთდროულად ბევრი ადამიანის მიერ გამოყენებული ნივთები და საგნები (მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა საპნით ან საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა საშუალებებით) და დავიცვათ პირადი ჰიგიენა.