15 პროდუქტი, რომელთა მაცივარში შენახვა არ შეიძლება
ისინი მაცივარში დიდ ადგილს იკავებენ და გაცივება აჩერებს დამწიფების პროცესს, რაც მათ გემოსა და არომატზე ცუდად მოქმედებს. ამას გარდა, დაბალ ტემპერატურაზე ნესვსა და საზამთროში იშლება ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ორგანული ნივთიერებები - ანტიოქსიდანტები.
გაჭრილი, დარჩენილი ნაწილები შეიძლება შევინახოთ მაცივარში დახურულ კონტეინერში არა უმეტეს 3 დღისა.
2. კარტოფილი
დაბალ ტემპერატურაზე, სახამებელში, რომლითაც მდიდარია კარტოფილი მიმდინარეობს ქიმიური ცლვილებები, რომლის შედეგად, მომზადებული კარტოფილი იძენს მოტკბო გემოს. ამის თავიდან ასაცილებლად კარტოფილი უნდა შევინახოთ კალათაში ან ყუთით და მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს.
3. თაფლი
შაქრის მაღალი შემცველობის გამო, თაფლი ოთახის ტემპერატურაზე არ ფუჭდება. ამიტომ არ არის მისი მაცივარში შენახვის აუცილებლობა. გაცივებისას თაფლი მაგრდება და კრისტალდება.
4. ყავა
მაცივარი ყავას უკარგავს არომატსა და გემოს. ასევე შეიძლება აიღოს სხვა პროდუქტების სუნიც. უმჯობესია ყავის ოთახის ტემპეატტურაზე, ჰერმეტულად თავდახურულ ქილაში შენახვა.
5. პომიდორი
სიცივე აუარესებს პომიდვრის გემოს და ამუხრუჭებს დამწიფების პროცესს.
6. კიტრი
ასევე მგრძნობიარეა სიცივის მიმართ და გაცილებით უკეთ გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე.
7. ხახვი
დაბალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა ძალიან მავნეა ხახვისთვის. ამ დროს ირღვევა მისი ბოჭკოვანი სტრუქტურა, ხდება ფაფისებური და შეიძლება დაობდეს კიდეც. ხახვი უნდა შევინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე.
8. ნიორი
მაცივარში შეიძლება დაობდეს და ამოსვლა დაიწყოს.
9. პური
მაცივარში გამაგრდება და უგემური გახდება. ამას სჯობს შევახვიოთ პური საკვებ ცელოფანში და გავყინოთ მაცივარში.
10. შოკოლადი
მაცივარში შეიწოვს სხვა პროდუქტებისა და საკვების სუნს და შეიცვლის კონსისტენციას.
11. ზეთი
არ საჭიროებს შენახვისთვის დაბალ ტემპერატურას. მაცივარში ის სწრაფად მყარდება.
12. ავოკადო
ავოკადოს რამდენიმე დღე სჭირდება დასამწიფებლად და მათი შენახვა მაცივარში არაა საჭირო.
13. კენკროვანი ხილი
გაცივება კენკრას უკარგავს ტკბილ გემოს და ცუდად აისახება მის ტექსტურაზე.
14. ბანანი
მწიფდება ოთახის ტემოერატურაზე, ხოლო მაცივარში ეს პროცესი ჩერდება. ამიტომ მწვანე ბანანი უნდა მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე მზის სხივებისგან მოშორებით. მწიფე ბანანის მაცივარში შენახვა შესაძლებელია, მაგრამ არა უმეტეს ორი დღისა. თუმცა არ შეგეშინდეთ თუ ის გაშავდება, რადგანაც დაბალ ტემპერატურაზე ბანანის ქერქში ქიმიური ცვლილებები მიმდინარეობს.
15. მწვანილი - რეჰანი, კამა, ოხრახუში, ქინძი ნიახური და სხვა.
მაცივარში მწვანილი ჭკნება და გემოს კარგავს. სჯობს ის ჩავდგათ წყლიან ჭიქაში და მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურაზე, თაროზე, მზის სხივებისაგან მოშორებულად.