რატომ სქელდება ფრჩხილის ფირფიტები

ამ ასაკში ონიქაუქსისი (ფრჩხილის ფირფიტის გასქელება) შეიძლება ნორმის ვარიანტად ჩაითვალოს.
50-55 წლის შემდეგ კიდურებში უარესდება სისხლის მიმოქცევა და ირღვევა მიკროცირკულაცია, ფრჩხილის ფირფიტა კი, ფრჩხილქვეშა ქსოვილების გარქოვანების გამო, სქელდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თუმცა ამ პათოლოგიის პროვოცირება ასევე შესაძლებელია მოხდეს ტრავმების, უხერხული ფეხსაცმლის ტარების, სოკოვანი ინფექციების, ეგზემის, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ა.შ. გამო.
ზუსტი მიზეზის დადგენა და პროგნოზის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ექიმი-დერმატოლოგის კონსულტაციის შედეგად.