რომელია ბავშვებისთვის და ორსულებისათვის მავნე პროდუქტი
ის შეიცავს სასარგებლო ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა მის მიღებაზე უარი უნდა თქვას.
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში ქალებმა თავი უნდა შეიკავონ სოკოს მიღებისაგან. ასევე არ შეიძლება სოკოს მიღება მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგანაც მათ ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ფორმირებული.
სოკოს მიღება უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავების დროს და მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ მისი მოხმარება რემისიის სტადიაში.
სოკო უკუნაჩვენებია რადგანაც სოკო ძირითადად შედგება ნახშირწყლებისაგან, სტრუქტურული პოლისაქარიდებისაგან, რომლებიც ვერ მოინელება და შეიწოვება ნაწლავში. პოლისაქარიდები დაახლოებით ისევე მუშაობს, როგორც ქატო: აჩქარებს საკვების გავლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ზრდის განავლის მოცულობას და იცავს ყაბზობისგან.
სოკო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ყოველდღიურად მისაღებად არ გამოდგება, რადგანაც რთულად აითვისება.