როგორ მოქმედებს მზე ჩვენს ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს მზე ჩვენს ჯანმრთელობაზე

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აღენიშნება ამ ვიტამინის ნაკლებობა და მხოლოდ პროდუქტების მცირე ჩამონათვალი (ცხიმიანი თევზი, კვერცხი) შეიცავს მას საკმარისი რაოდენობით.

რამდენ ხანს უნდა გავჩერდეთ მზეზე ამ ვიტამინით რომ დავიმუხტოთ?

ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების განმარტებით 10-20 წუთი გაზაფხულსა და ზაფხულში, ხოლო ზამთარში საჭირო შედეგის მისაღწევად თითქმის ორი საათი იქნება საჭირო.

ულტრაიისფერი სხივებით D ვიტამინის ზედოზირება შუძლებელია, რადგანაც კანი თავად აღწევს წონასწორულ მდგომარეობას, რომლის დროსაც ვიტამინი უბრალოდ იშლება.

გავრცელებულია მოსაზრება რომ მზის აბაზანები აკნეს დროს ეფექტურია და აძლიერებს იმუნიტეტს.

ითვლება, რომ მზე აშრობს კანს, ხდის მას ნაკლებად ცხიმიანს და ამგვარად ეხმრება ანთებასთან გამკლავებაში. სინამდვილეში ულტრაიისფერი სხივები აძლიერებს ცხიმის წარმოქმნას (როგორც ბუნებრივი დამცველობითი რეაქცია) და კიდევ უფრო მეტად ართულებს კანის ცხიმის დრენაჟს.

რაც შეეხება იმუნიტეტს, მარალი დოზით ულტრაიისფერი სხივები ასუსტებს ადგილობრივ იმუნურ დაცვას, რის შედეგადაც ინფექციები უფრო სწრაფად ვითარდება. ამასთან დაზიანებული კანი ოფლის გამო შესაძლებელია გახდეს ანთებითი, რადგანაც უფორ სწრაფად მრავლდება ბაქტერიები.

კანზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას კანის უჯრედების სტრუქტურასა და ფუნქციაში ხდება ცვლილებები. ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს მელანოციტების დნმ-ს, რაც კანის კიბოს ძირითად მიზეზს წარმოადგენს.

რამდენად იცავს ტანსაცმელი მზისგან?

ქსოვილის დაცვის შესაფასებლად გამოყენებულია UPF კოეფიციენტი. მაგალითად ქსოვილი UPF 50 მნიშვნელობით ნიშნავს, რომ ის ატარებს ულტრაიისფერის სხივების მხოლოდ 1/50. UPF-დაცვის დონე ჩვეულებრივ ვარირებს 5-დან 50-მდე.

ტანსაცმლის შერჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგზე:

  • ქსოვილის სიმკვრივე. მაგალითად თხელ, თეთრ ბამბის ან სელის პერანგს ყველაზე დაბალი ხარისხის დაცვა აქვს. ეს ნიშნავს რომ სხივების 90% შეაღწევს კანში.
  • ფერი. მუქი ფერის მაისური უფრო კარგ დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ღია ფერის, რადგანაც თავად ფერი შთანთქავს უტლრაიისფერ სხივებს.
  • ტანსაცმლის მდგომარეობა. ბამბის ქსოვილის რამდენჯერმე გარეცხვის შემდეგ ძაფებს შორის სივრცე და დაცვის ხარისხიც მცირდება.
  • ტექნოლოგია. ზოგიერთ ბრენდს აქვს ტანსაცმლის სპეციალური ხაზი გარკვეული ტექნოლოგიით, რომელიც ზრდის ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვას. ამისათვის ქსოვილს ამუშავებენ სპეციალური ქიმიური შემადგენლობით (მაგალითად ტიტანის დიოქსიდით) ან საღებავებით, რომელიც შთანთქავს ან ირეკლავს მზის გამოსხივებას.
  • მაღალი ულტრაიისფერი დაცვის ტანსაცმელი სჭირდებათ მომატებული მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს და მათ, ვისაც ექსტრემალურ პირობებში თაკარა მზის ქვეშ ხანგრძლივად უხდებათ ყოფნა.