რატომ გვაქვს სირბილის და სიარულის დროს ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გვერდში

სიარულის ან სირბილის დროს გვერდში ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აღმოცენდეს. მაგალითად, სირბილისგან თავი უნდა შევიკავოთ ნოყიერი საუზმის ან ვახშმის შემდეგ, ასევე უმჯობესია არ მივიღოთ გაზიანი სასმელები.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს სისხლი დიდი მოცულობით მიედინება ვარჯიშში ჩართული კუნთებისკენ. ამიტომ დიაფრაგმის სისხლის მომარაგება შეიძლება დაირღვეს და გამოიწვიოს დამახასიათებელი სპაზმი, რაც გვერდში ტკივილით გამოვლინდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნეკნქვეშა მიდამოში ტკივილის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა ტანდეგობამ, სუნთქვის ტექნიკამ. თუ ადამიანი მოხრილია და ზერელედ სუნთქავს აღმოცენდება სპაზმი.
თუ უსიამოვნო შეგრძნებები ხანგრძლივად ნარჩუნდება ან რეგულარულად აღმოცენდება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.