/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რომელია გულისთვის სასარგებლო საკვები

რომელია გულისთვის სასარგებლო საკვები
სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა.

ეს ცნობა ზოგს გააოცებს, ზოგს კი ღიმილს მოჰგვრის. გასაგებია, რომ თანამედროვე ადამიანს სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა არარეალური ეჩვენება. არადა, თურმე ამაზე მეტხანსაც შეიძლება ვიცოცხლოთ! მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას,ხელი შევუწყოთ გულს (მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში უწინდებურად პირველი ადგილი უკავია). ამ დაუღალავ ორგანოს სიჯანსაღე რაც შეიძლება მეტხანს რომ შევუნარჩუნოთ, ბევრი რამ არის საჭირო: სპორტი, სუფთა ჰაერი, სრულფასოვანი დასვენება, მშვიდი და ჰარმონიული გარემო, მხიარულება, დადებითი ემოციები და, რაც მთავარია, სასარგებლო საკვებით რაციონალური კვება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას სწორედ საკვებზე შევაჩერებთ.

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

თევზი. ხორცსა და ხორცის პროდუქტებს ადამიანის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგს ხორცი ისე უყვარს, რომ უხორცოდ უბრალო წვნიანსაც კი არ შეჭამს. ხორცთან ერთად ხშირად მიირთმევენ ყველს, კვერცხსა და სხვა არათავსებად პროდუქტებს. ჩვენს გულს კი ხორცზე მეტად თევზი სჭირდება, თანაც რაც შეიძლება ხშირად - კვირაში 2-3-ჯერ მაინც. გულისთვის ყველაზე სასარგებლოა ზღვის ცხიმიანი თევზი - ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, თინუსი. მართალია, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს, მაგრამ ასევე სასარგებლოა გულისთვის კალმახი. ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზი აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რითაც აფერხებს გულის დაავადებათა განვითარებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მარცვლეული აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესებისა და იშემიური დაავადების განვითარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა საღი, დაუმუშავებელი ხორბალი, მურა ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, წიწიბურა. ეს უკანასკნელი მარცვლოვან კულტურებს არ მიეკუთვნება, თუმცა ენათესავება მათ. წიწიბურა მდიდარია რუტინით, რომელიც უზრუნველყოფს კაპილარების და, საზოგადოდ, წვრილი სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, რითაც ხელს უშლის მათ დაცობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ქერი მდიდარია სასარგებლო საკვები ბოჭკოებით, რომლებიც ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდი ორგანიზმს საჭირო ამინმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს. გულისთვის მეტად სასარგებლოა ბარდა და სხვა პარკოსნებიც, მათ შორის - ოსპი. ეს კულტურები უხვად შეიცავს მცენარეულ ცილას, უჯრედისს და, რაც მთავარია, კალიუმს, რომელიც გულისთვის აუცილებელია. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია, რაციონში ხორცი პარკოსნებით შევცვალოთ - ისინი, ხორცისგან განსხვავებით, არ შეიცავენ მავნე ცხიმებს; სამაგიეროდ გაჯერებულნი არიან ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავათი და რკინით, რომელთა ნაკლებობაც, უწინარეს ყოვლისა, სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურაზე აისახება. პარკოსნების რეგულარული მიღება, ისევე როგორც მარცვლოვნებისა, გულს ინფარქტისგან იცავს.

ბოსტნეული საჭიროა არა მხოლოდ გულის, არამედ მთელი ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჯანმრთელობისთვის. გამორჩევით სასარგებლოა ზოგიერთი სახეობა. მათ მეცნიერები ბუნების განსაკუთრებულ საჩუქრებს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, ბროკოლი. ის კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი ჯიშია - ისეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომ ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ეს მკვეთრი მწვანე ფერის კომბოსტო პრაქტიკულად სავსებით ანეიტრალებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ყველა კანცეროგენს - სიმსივნის გამომწვევ მავნე აგენტს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

გოგრა მდიდარია კალიუმით, C ვიტამინით, ბეტა კაროტინით, სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით. გოგრის მოყვარულებს სისხლძარღვები იდეალურად სუფთა აქვთ, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში, ორგანიზმში არასოდეს უგროვდებათ ზედმეტი სითხე, მათი გული უპრობლემოდ ფუნქციობს, ისინი თავისუფლად მოძრაობენ და თავს მუდამ მსუბუქად გრძნობენ.

ძალზე სასარგებლოა გულისთვის ნიგოზიც. მასში იმდენი ცილაა, რომ თუ რეგულარულად მიირთვით, თამამად შეგიძლიათ, რაციონში ხორცის ოდენობა შეამციროთ. ნიგოზი მდიდარია ცხიმით, რომელიც ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელ ცხოველურ ცხიმს კი არ ჰგავს, არამედ მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის, ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის მჟავებით და სხვა.

ხილი და კენკრა. ხილიდან გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი, ბროწეული, ალუბალი, ბალი და გრეიპფრუტი, კენკრიდან - ჟოლო, წითელი და შავი მოცხარი, მარწყვი. ხილისა და კენკრის ეს სახეობები აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს წნევისა და წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას, რითაც გულ-სიხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ორგანიზმს სიმსივნური პროცესების განვითარებისგან იცავს და ბევრი სხვა სამკურნალო ეფექტიც აქვს.

კომენტარები (1)
Giorgi
Dzalian kargia ro eset informaciaze wvdoma gvaq sazogadoebas. Madloba saqartvelos jandacvas da titoeul personals rom eseti informirebulebi vart. Imedia ufro win da win wava medicina.
თარიღი : 05-01-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფოსფორი - რისთვის არის ეს მინერალი აუცილებელი?

ფოსფორი კალციუმთან ერთად აძლიერებს ძვლებსა და კბილებს. ამასთან, სხვა მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიებს

გაზაფხულის დადგომა პოზიტიურ ცვლილებებთან ასოცირდება.
სრულად
გაფრთხილება და რჩევა ფარმაცევტისგან - რომელ სასმელებთან ერთად არ შეიძლება აბების მიღება

ფარმაცევტი პრადოსი: ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ხილის წვენთან ან რძესთან ერთად.
სრულად
მარტივი გზა სტრესის დონის შესამცირებლად
მარტივი გზა სტრესის დონის შესამცირებლად
სასიამოვნო მუსიკის მოსმენა დაგეხმარებათ სტრესის შემცირებაში.
სრულად
მაგნიუმის ორი ძირითადი სასარგებლო თვისება

SciTechDaily: მაგნიუმის დანამატები აძლიერებს ძვლებს, მაგრამ არ ამცირებს არტერიულ წნევას.
სრულად
შესაძლებელია თუ არა მაგნიუმის და D ვიტამინის დანამატების ერთად მიღება?

მაგნიუმის და D ვიტამინის დანამატების ერთად მიღება უსაფრთხოა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რომელია გულისთვის სასარგებლო საკვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები