გამოვიყენოთ თუ არა პლასტიკური ჭურჭელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამოვიყენოთ თუ არა პლასტიკური ჭურჭელი

ამ პერიოდში ბევრი დიასახლისი იყენებს პლასტიკურ, ერთჯერად ჭურჭელს. პლასტიკური ჭურჭელი ძალზე მოსახერხებელია, არ ტყდება, არც რეცხვა სჭირდება, მისი ყიდვა ყველგან შეიძლება, არც ფერების არჩევანია შეზღუდული.

საინტერესოა, არის თუ არა მავნებელი ამგვარი ჭურჭელი. პოლიმერები, რომლითაც ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი მზადდება, არატოქსიკურია და ის საჭმელს არ ერევა, მაგრამ შუალედური ნივთიერება, ტექნოლოგიური მინარევები, ფერის მიმცემი საშუალებები შესაძლოა შეერიოს ამგვარ ჭურჭელში მოთავსებულ საკვებს და ადამიანის ტოქსიკური მოწამვლა მოხდეს.

რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს მავნებელი ამგვარი სახის ჭურჭელი? ტოქსიკური მოწამვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკვებს ამ ტიპის ჭურჭელში არა მხოლოდ ცივად, არამედ გამთბარსაც ინახავს. პოლიმერულ ნივთიერებებს ახასიათებს დაძველების პროცესი, რომლის შედეგადაც მათში არსებული მინარევები ნაწილებად იშლება და ამგვარი საგნები სხვადასხვა პირობებში მომწამვლელი ხდება – არ შეიძლება მათი გაცხელება, გარეცხვა და ა. შ.

სხვადასხვა სასმლისა და გაზიანი წყლისათვის ბოთლებს პოლივინიქლორიდისგან ამზადებენ, ამ ნივთიერების გამოყენებით მზადდება კოსმეტიკური კოლოფებიც. პოლივინიქლორიდი გამოყოფს მავნე ნივთიერება ვინიქლორიდს. ბუნებრივია, რომ ბოთლიდან ის ხვდება სასმელში, თეფშიდან – საკვებში და შემდეგ უკვე ადამიანის ორგანიზმში. ვინიქლორიდი ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად, რომელიც ჩამოსხმულ სასმელში ერთი კვირის შემდეგ გამოიყოფა, ერთი თვის შემდეგ კი ასეთი ტიპის ბოთლში უკვე რამდენიმე მილიგრამი ვინიქლორიდია დაგროვებული. ექიმი ონკოლოგების განმარტებით კი, ეს ბევრია.

ხშირად პლასტიკურ ბოთლებს ხელმეორედ იყენებენ სხვადასხვა სასმლის ჩასასხმელად, მათ შორის ალკოჰოლური სასმლისთვისაც. ბაზარში შეხვდებით რძით და ზეთით სავსე პლასტიკურ ბოთლებს. ხუთლიტრიანმა პლასტიკურმა ჭურჭელმა აგარაკებზე სანთლები შეცვალა და ხშირად ამ ტიპის ჭურჭელში თვეებისა და წლის განმავლობაში ინახავენ ნაკურთხ წყალსაც. მხოლოდ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ტიპის ჭურჭელში წყლის გარდა, არანაირი სასმლის ჩასხმა არ შეიძლება და ისიც – გარკვეული დროით.

როგორ უნდა გავარჩიოთ სახიფათო პლასტიკური ჭურჭელი უსაფრთხო პლასტიკური ჭურჭლისგან? კეთილსინდისიერი მწარმოებლები ბოთლის ქვეშ აკეთებენ წარწერას – PVჩ, რაც ნიშნავს, რომ ბოთლი პოლივინიქლორიდისგანაა დამზადებული, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. ყველაზე კარგი საშუალება ბოთლის უვნებლობის შესამოწმებლად ამგვარია: უნდა დავაწვეთ ბოთლს ფრჩხილით, თუ ის საშიშია, მაშინ მასზე თეთრ ზოლად ჩნდება ხაზი. „ნამდვილი“, ანუ უვნებელი ბოთლის შემთხვევაში ხაზი არ უნდა გაჩნდეს.

ერთჯერადი ჭიქები მხოლოდ წყლის სასმელად გამოვიყენოთ. წვენები, გაზიანი და ცხელი სასმელები უმჯობესია არ დალიოთ! არასასურველია ასეთი ტიპის ჭურჭელში ცხელი საჭმლის მოთავსებაც.

ერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი ძალიან იაფია. მასალა საკმაოდ ნაზია. სიცხის დროს ის შეიძლება დადნეს, ამიტომ მას ურევენ სტაბილიზატორებს. პლასტმასა ხდება უფრო მყარი, მაგრამ მომწამვლელი.

პოლისტიროლი (PS) უვნებელია ცივ საჭმელთან, მაგრამ საკმარისია მასში ცხელი ან ალკოჰოლური სასმელის მოთავსება, რომ უწყინარი ჭიქა მაშინვე იწყებს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. პლასტიკურ თეფშებს საზაფხულო კაფეებში ხშირად იყებენ მწვადისთვის, რის გამოც კლიენტი ცხელი ხორცისა და კეტჩუპის გარდა, ტოქსინების გარკვეულ დოზასაც იღებს.

ასეთი მასალისგან დამზადებული ჭიქა 100 გრადუს ტემპერატურას უძლებს, მაგრამ ალკოჰოლური სასმლის მასში მოთავსებისას გამოიყოფა ფენოლი, ასეთი ჭიქიდან არყის დალევა მავნებელია როგორც თირკმელების, ასევე თვალებისთვის.

საკვები პროდუქტის მწარმოებლები მიუთითებენ, რომ ვარგისიანობის ვადა ეხება არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ იმ კონსერვის ქილასაც, რომელშიც ის არის მოთავსებული, ეს იმითაა განპირობებული, რომ კონსერვის ქილის დასამზადებლად გამოიყენება ისეთი მომწამვლელი ნივთიერება, როგორიცაა – ბიფენოლი. ამ ნივთიერებით ფარავენ კონსერვის ქილის კედლებს, მეტალი და საკვები პროდუქტი რომ არ შეერიოს, ამიტომ:

  • უარი თქვით კონსერვირებულ ქილებზე და ახალი და გაყინული პროდუქტი ამჯობინეთ – კონსერვირებული საკვები გადაიტანეთ შუშის ქილაში.

სასარგებლო რჩევები:

  • შეინახეთ პროდუქტი მინის ან კერამიკის ჭურჭელში.
  • უპირატესობა მიანიჭეთ წონის პროდუქტს და არა პლასტიკურ ჭურჭელში მოთავსებულს.
  • მოაცილეთ ზედაპირი იმ პროდუქტს, რომელსაც პლასტიკურ ჭურჭელში ინახავთ.
  • სახლში მიტანისთანავე გადაიტანეთ საკვები სხვა ჭურჭელში.
  • სასმელი წყლები შეიძინეთ ბოთლებით, რომელთაც აქვთ წარწერა PVშ და თავი აარიდეთ მის ხელმეორედ გამოყენებას.
  • აგარაკისთვის ან ქალაქგარეთ გასვლისას მოიძიეთ მაღალხარისხიანი, მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელი სასმელი წყლისათვის.

და მუდამ გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ბევრად ძვირი ღირს!

როგორ დავამზადოთ ჭურჭლის სარეცხი გელი სახლის პირობებში

ეკონომიის თვალსაზრისით, დიასახლისი ხშირად იაფფასიან ჭურჭლის სარეცხ საშუალებას ყიდულობს, რომელიც ხშირად უხარისხოა.

თუმცა ხშირად არც ძვირად ღირებული გელებით ვართ კმაყოფილები. ამიტომ გირჩევთ, თავად დაამზადოთ ჭურჭლის სარეცხი გელი, რომელიც ეფექტიანიცაა და იაფიც დაგიჯდებათ.

დაგჭირდებათ:

  • 25 გრამი სარეცხის საპონი;
  • 0,5 მლ ცხელი წყალი;
  • 4 სადილის კოვზი გლიცერინი;
  • 1 სადილის კოვზი არაყი ან გაზავებული სპირტი (1:1 წყალში).

სარეცხის საპონი წვრილ სახეხზე დააქუცმაცეთ. დაასხით ცხელი წყალი და ან მიკროტალღურ ღუმელში შედგით გასადნობად, ან ორთქლის აბაზანაზე შემოდგით და მუდმივი მორევით გაადნეთ. შეგრილებულს დაუმატეთ გლიცერინი და არაყი. კარგად მოურიეთ. მიღებული მასა კარგად გარეცხილ ჭურჭლის სარეცხი გელის ბოთლში ჩაასხით.

თავდაპირველად გელი ძალიან თხელი იქნება, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ცოტა ხანში ის გასქელდება. ნუ შეშფოთდებით, თუ ჭურჭლის რეცხვისას გელი ძალიან აგიქაფდებათ. მთავარია, რომ ის ნებისმიერ ცხიმს აშორებს ჭურჭელს და გლიცერინის წყალობით თქვენს ხელებსაც იცავს გამოშრობისგან.

ჰაერის გამწმენდის დამზადება

უსიამოვნო სურნელის გაფანტვა და არომათერაპიის მცირე სეანსის ჩატარება „თვითნაკეთი“ ჰაერის გამწმენდითაც შეიძლება.

დაგჭირდებათ:

  • 3 ლიმონი;
  • დანა;
  • წვენსაწური ციტრუსებისთვის;
  • 1 ჩ.კ. სოდა;
  • წყალი;
  • შესასხურებლიანი ბოთლი.

ბოთლში ჩაასხით ლიმონის წვენი, დაამატეთ სოდა, დაამატეთ წყალი.

ჰაერის გამწმენდის გამოყენება მისი მომზადებისთანავე ჯობს. ხანგრძლივი ეფექტისათვის დაამატეთ ლიმონის, გრეიპფრუტის, ლავანდისა და დარიჩინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.

სარეცხი გელი თქვენი ხელით

თუ ვერ მიაგენით თქვენთვის სასურველ სარეცხ საშუალებას, გირჩევთ, ის თავად დაამზადოთ.

ეს გამოცდილი გელია, კარგად რეცხავს და სასიამოვნო არომატიც აქვს. თანაც, მისი დამზადება იაფი ჯდება. ამიტომ ჩაინიშნეთ ინგრედიენტები:

  • 50 გრამი გახეხილი სარეცხის საპონი;
  • 45 გრამი სოდა;
  • 1 ლიტრი წყალი;
  • სასურველი არომატის ეთერზეთი.

გახეხილი საპონი ჩაყარეთ ადუღებულ წყალში, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით გახსენით. დაუმატეთ სოდა. დიდხანს ურიეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ და ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად შეერიოს. შეგრილებულს დაუმატეთ არომატული ეთერზეთი, მოურიეთ და სარეცხი საშუალება მზადაა.

ამ საშუალების კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ის სარეცხის კონდიციონერსაც შეგიცვლით, რაც საოჯახო ბიუჯეტისთვის კარგი ეკონომიაა.

სარეცხი მანქანა და რეცხვის წესები

სარეცხმა მანქანამ უკვე თითქმის ყველა ოჯახში დაიდო ბინა და ყველა დიასახლისი დარმუნებულია, რომ მასზე ყველაფერი იცის. თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა ცოდნა სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის ვადას მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს.

  1. პირველ და მნიშვნელოვან წესთაგან ერთ-ერთი – იზრუნო იმაზე, რომ მანქანაში უცხო ნივთები (მონეტები, სარჭები და ა.შ.) არ მოხვდეს. ვიდრე სარეცხს მანქანაში მოათავსებთ, ყველა ჯიბე მოჩხრიკეთ – ასეთი სიფრთხილე მანქანას დაზიანებისგან დაიცავს, წყლის გამწოვს კი – გაჭედვისგან.
  2. დაბინძურებისგან მანქანას ისიც დაიცავს, თუ საბნის პირებს გადააბრუნებთ უკუღმა და კუთხეებში დაგროვილ ნაგავს მოაგროვებთ. ხშირად საწოლის თეთრეულის რეცხვისას ბალიშის პირები, პირსახოცები და სხვა ნივთები საბნის პირში იყრიან თავს – დიდ ფუთასავით გროვდებიან, რაც მანქანისთვის სახიფათოა. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამ შემთხვევაში საბნის პირის ჭრილის ამოკერვაა. ამაზე ერთი-ორი წუთის დახარჯვით მანქანის მომსახურების ვადას გაახანგრძლივებთ.
  3. პატარა ზომის ნივთების (ქვედა საცვლები, ცხვირსახოცები და ის, რაც ფორმას ადვილად კარგავს) რეცხვის დროს გამოიყენეთ საგანგებო ტომარა – მაშინ ეს პატარა საგნები დოლურაზე აღარ გაიბნევა, სვიტერის სახელოები კი არ გაიწელება.
  4. წყლის დასარბილებელი საშუალებები არ დაივიწყოთ, ნადები ძალიან საშიშია მანქანისთვის. საერთოდ, კვარტალში ერთხელ სპეციალური საშუალებებით ნადების მოშორებაც დაგეხმარებათ.
  5. ფხვნილი, რომელიც ხელით რეცხვისთვისაა განკუთვნილი, არ გამოიყენოთ მანქანაში. ბევრი ქაფი აქვს, რაც ელექტრული კვანძებისთვის სახიფათოა.
  6. ხშირი რეცხვისთვის ეკონომიური პროგრამა გამოიყენეთ (თუკი ასეთი თქვენს მანქანას აქვს). რეცხვის ხარისხი არ უარესდება, მხოლოდ დრო, ელექტროენერგიის ხარჯი და ნადები მცირდება.
  7. დაიმახსოვრეთ, მაღალი ბრუნვის რეჟიმზე გაწურვის დროს სარეცხი მანქანა უფრო სწრაფად ცვდება. ნორმალური გაწურვისთვის წუთში 700-800 ბრუნი სავსებით საკმარისია.
  8. მხოლოდ ერთ ნივთს ნუ გარეცხავთ. არც მანქანის გადატვირთვა გარგებთ.
  9. გარეცხვის შემდეგ დოლურადან ამოიღეთ უცხო ნივთები, მაგალითად, გატეხილი ღილები ან ჯიბეში ჩარჩენილი საფულეები. თუ თქვენი მანქანა ფრონტალური ჩატვირთვითაა, რეზინის ნაკეცები მშრალი ჩვრით ამოწმინდეთ.
  10. მშრალი ჩვრით დოლურაც გაწმინდეთ, ფხვნილის ჩასაყრელი სათავსოც. თუ მისი მოხსნა შესაძლებელია, გარეცხეთ კიდეც და გამშრალი ისევ მანქანაში დააბრუნეთ. სარეცხი ფხვნილი, რომელსაც მშრალ სათავსოში ვყრით, შემდეგ გარეცხვაზე მთლიანად ჩაირეცხება, ხოლო სველში კედლებს ეწებება და დოლურაში ვერ ხვდება.
  11. ჩასატვირთი ჭრილი ცოტა ხნით ღია დატოვეთ, რომ მანქანამ გაშრობა მოახერხოს.
  12. მანქანის კორპუსი და მართვის პანელი მხოლოდ ისეთი საშუალებებით უნდა გაწმინდოთ, რომელშიც არ არის გამხსნელი. არასდროს გამოიყენოთ აბრაზიული ფხვნილები.
  13. თუ დოლურაზე მასში ჩარჩენილი ლითონის ნივთების გამო ჟანგიანი ლაქა გაჩნდა, მოაშორეთ გამწმენდი საშუალებით, რომელშიც საერთოდ არ არის ქლორი.
  14. ხანდახან დიასახლისები ჩივიან, რომ სარეცხი მანქანა მუშაობისას ძალიან ხმაურობს. ხმაური რომ შეამციროთ, მანქანა კარგად, მართებულად უნდა დაიდგას. მაგრამ თუ იდეალური სისწორის იატაკი არ გაქვთ, შეიძლება სიმაღლე რეზინის საგანგებო ფეხებით დარეგულირდეს – ეს ვიბრაციასაც შეამცირებს და ხმაურსაც.