5 ნაბიჯი იდეალისაკენ: როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ნაბიჯი იდეალისაკენ: როგორ მოვუაროთ ფეხებს ზაფხულში

1. ფეხების აბაზანა

ფეხების მოვლა ერთ-ერთი სასიამოვნო და ეფექტური პროცედურაა. განსაკუთრებით სასიამოვნოა აღნიშნული პროცედურა დღის ბოლოს, დაძაბულობისა და დაღლილობის მოსახსნელად. ფეხის გულებზე არსებული ნერვული დაბოლოებები უკავშირდება ყველა ორგანოს. ფეხების დაღლილობისას დისკომფორტს განიცდის მთელი სხეული.

გამაჯანსაღებელი აბაზანა

3 წვეთი ლავანდის ზეთი და 1 წვეთი პიტნის ზეთი დავუმატოთ გრილ წყალს და გავაჩეროთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში. ლავანდის ზეთი ადუნებს და აძლიერებს პიტნის ზეთის მაცოცხლებელ მოქმედებას.

გამწმენდი აბაზანა

1 ს/კ სოდა და 1 ს/კ ზღვის ან ქვამარილი გახსენით 2 ლიტრ თბილ წყალში და გააჩერეთ ფეხები 15-20 წუთი. მარილის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ თხევადი საპონი. ასეთი აბაზანა არბილებს ქუსლების გაუხეშებულ კანს, ატონიზირებს და აძლიერებს მყესებს.

2. მასაჟი

გამოუყავით საკუთარ თავს დღეში 10-15 წუთი ფეხების მასაჟისათვის, რომელიც მოგიხსნით შეშუპებას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. მასაჟის გაკეთება უნდა დავიწყოთ ტერფებიდან წრიული მოძრაობით და თანდათანობით ავიდეთ მუხლებისა და ბარძაყისაკენ. მასაჟისთვის შესაძლებელია სპეციალური ზეთის ან ჩვეულებრივი მკვებავი კრემის გამოყენება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანი ამ დროს უნდა იყოს სუფთა.

სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების არსებობისას

10 წვეთი კვიპაროსის ზეთი და 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი ავურიოთ 20 მლ ალოეს გელში. ყოველ დილას წავისვათ ფეხებზე ეს ნარევი. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების ადგილი ძალიან ფრთხილად უნდა დავამასაჟოთ.

ანტიცელულიტური მასაჟი

ასეთი მასაჟი ასწორებს კანს და აძლიერებს ფეხის კუნთებს. თავდაპირველად მსუბუქად დავიზილოთ ფეხები, შემდეგ კი წავისვათ მასაჟის ზეთი ან კრემი და ინტენსიურად დავიწყოთ ფეხების მასაჟი. შეიძლება, ცოტათი მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს ნორმალურია. ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურის დასასრულს ფეხებზე შემოიხვიეთ პირსახოცი. ასეთი მასაჟისთვის 15 წუთია საჭირო.

3. ცივი წყლის გადავლება

ყველას არ შეუძლია, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ყოველ დილას თავიდან ფეხებამდე ცივი წყლის გადავლება, მაგრამ ფეხებზე მუხლამდე ცივი წყლის გადავლება სრულიად შესაძლებელია. გრილი წყლის ნაკადი უნდა მივმართოთ მარჯვენა ფეხის ნეკა თითიდან ზემოთ, მუხლქვეშა ფოსომდე და შემდეგ კანჭის გასწვრივ, უკან, ტერფისკენ. იგივე პროცედურა გავიმეოროთ მარცხენა ფეხზე. წყლის გადავლება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის სისხლძარღვების ტონუსს, ასევე ვენების ვარიკოზული გაგანიერების შესანიშნავი საპროფილაქტიკო საშუალებაა.

4. პედიკიური

ზაფხულში პედიკიური უნდა გაიკეთოთ კვირაში ერთხელ, ამისათვის სრულიად საკმარისია პროცედურის შინ ჩატარება. თავდაპირველად ფეხები დაალბეთ 10-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეიმშრალეთ და მინქაფას საშუალებით გაისუფთავეთ კანის გარქოვანებული ნაწილები. ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემის თავიდან ასაცილებლად ფრჩხილი უნდა მოიჭრათ და გაქლიბოთ სწორ ხაზზე და არავითარ შემთხვევაში – ნახევარწრეზე. ფრჩხილების დამუშავების შემდეგ მოიშორეთ ნუნა, ტერფებსა და ქუსლებზე წაისვით მკვებავი კრემი და დაიმასაჟეთ.

5. მოხერხებული ფეხსაცმელი

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ფეხებზე ზრუნვისას. ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო, რომ არ გაჩნდეს კოჟრები და კოჟიჟები. უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ბუნებრივ მასალას, რომელიც ფეხს სუნთქვის საშუალებას აძლევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმელში ფეხი არ გაოფლიანდება და არ დაგროვდება ინფექციის გამომწვევი პათოგენური მიკროორგანიზმები. ფეხსაცმელი და ქუსლის ზომა უნდა იყოს კომფორტული. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ლამაზია, მაგრამ მისი ჩაცმა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის უნდა გადადოთ. ორთოპედების აზრით, ქუსლის იდეალური სიმაღლეა 2-6,25 სმ.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ეპილაცია და ფრჩხილების ლამაზი ლაქი.