თუ ალერგიული ხართ და წითელი ცხვირი დისკომფორტს გიქმნით, გირჩევთ, ეს სცადოთ

თუ ალერგიული ხართ და ალერგიის ყოველი გამწვავება წითელი ცხვირით გამოვლინდება, გირჩევთ უხერხულობისგან თავი ასეთი საშუალებებით იხსნათ:
- თუ ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (არა ქუჩაში გასვლის წინ) ის ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით გაიწმინდეთ.
- წითელ ცხვირზე კვირაში 2-3-ჯერ მონაცვლეობით შეგიძლიათ დაიდოთ გვირილის ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივ ნახარშში დასველებული საფენები. გვირილის ნახარში კი ასე უნდა მომზადდეს: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთით, გააციცეთ და გადაწურეთ.
- აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი და დაუმატეთ მისი რაოდენობის ნახევარი წყალი. დაასველეთ რამდენიმე ფენა დოლბანდი ამ სითხეში, მსუბუქად გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით. მკურნალობის კურსი 20-25 პროცედურაა (დღეგამოშვებით).