პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება ჰიპერტონიული კრიზის დროს

ასეთ დროს პირველი დახმარების აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, ამ დახმარებისათვის სათანადო წესების ცოდნა კი - ყველასათვის აუცილებელი.

ჰიპერტონიული კრიზის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე არ უნდა დაიბნეთ და დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გახსოვდეთ, ჰიპერტონიული კრიზი სწრაფად ვითარდება და ხშირად საჭირო ხდება პაციენტის სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰიპერტონიული კრიზი პირველად განუვითარდა ან კიდევ აღინიშნება გართულებული ჰიპერტონიული კრიზის ნიშნები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმის მოსვლამდე ავადმყოფი საწოლში უნდა მოაკალათოთ ნახევრად მჯდომარედ, რაც შეიძლება მოხერხებულად (ამისათვის ბალიშები გამოიყენეთ). ასეთი პოზიცია საჭიროა იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ორთოპნოე (სულხუთვის შეტევა). აუცილებელია პაციენტისათვის ფეხების ჩათბუნებაც; ამისათვის შეგიძლიათ ფეხები ცხელ წყალში ჩააყოფინოთ, ტერფები და წვივები სათბურათი დაუთბუნოთ ან კიდევ წვივებზე მდოგვის საფენები დაადოთ. აღმოცენებულ კანკალსა და ციებ-ცხელებას მხოლოდ აღნიშნული პროცედურებით დაძლევთ. ჰიპერტონიული კრიზის დროს პაციენტი უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერით, ამისათვის, სულ მცირე, სარკმელი მაინც უნდა გამოაღოთ.

გარდა ამისა, ავადმყოფს უნდა დაალევინოთ ის მედიკამენტი, რომლითაც მკურნალობდა. ძლიერი თავის ტკივილის დროს შეგიძლიათ მისთვის ჩვეული შარდმდენიც დაუმატოთ (თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს მკურნალობის კურსში ამ ჯგუფის პრეპარატი ჰქონდა ჩართული). მკერდის ძვლის უკან ტკივილის განვითარებისთანავე რეკომენდებულია ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. სხვა (ახალი ანტიჰიპერტენზიული) პრეპარატების მიღება ექიმის მოსვლამდე დაუშვებელია. შემდგომი ტაქტიკა ექიმის გადასაწყვეტია (ის საჭიროებისამებრ თავად გადაწყვეტს ინტრავენურად ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის შეყვანას).

ჰიპერტონიული კრიზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ამ დროს დიდი რაოდენობით სტრესული ჰორმონები გამოიყოფა, ავადმყოფს შიში, განგაში და მოუსვენრობა იპყრობს. ამიტომაც აუცილებელია მასთან ალერსიანი და კეთილგანწყობილი საუბარი, მისი დამშვიდება, დარწმუნება იმაში, რომ საგანგაშო არაფერია, რომ მისი მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

პანიკა და ყვირილი ამ დროს ყოვლად დაუშვებელია! ამით კიდევ უფრო დაამძიმებთ პაციენტის მდგომარეობას, უფრო მეტად გაუღრმავებთ ისედაც მოჭარბებულ შიშსა და განგაშს!

გახსოვდეთ, თქვენს თავდაჭერილ საქციელზე, ალერსიან მოპყრობასა და დროულად აღმოჩენილ პირველ დახმარებაზე დიდად არის დამოკიდებული პაციენტის შემდგომი მდგომარეობა!