ღამის სამუშაოსთან შეჩვევა შეუძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღამის სამუშაოსთან შეჩვევა შეუძლებელია

მათგან 63 რეგულარულად მუშაობდა ღამის ცვლაში, ხოლო დანარჩენები დილისა და დღის ცვლაში. ყველა მონაწილე ერთი კვირის მანძილზე, მთელი დღე-ღამის განმავლობაში ატარებდა მაჯაზე ელექტრონულ მოწყობილობას, რომელიც აკვირდებოდა მათი ძილის ხარისხსა და ცირკადულ რითმებს - შინაგან ბიოლოგიურ საათს, რომელიც ორგანიზმში ყველა ფიზიოლოგიური პროცესის კოორდინაციას ახდენს.

მიღებული ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ღამის ცვლაში მომუშავე მონაწილეთა ძილის ხარისხი, საშუალოდ 2-ჯერ ცუდი იყო მათთან შედარებით ვინც დილის და დღის საათებში მუშაობდა. ცირკადული რითმები დარღვეული ჰქონდა ღამით მომუშავე თითქმის ნახევარს. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს ყველა მონაწილეს ბუნებრივი ქრონოტიპი, ანუ დღეღამის რა დროს მოდიოდა მათი აქტივობის პიკი - დილას (ტოროლა) ან საღამოს (ჭოტი).

აღმოჩნდა, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანების რითმი ყოველთვის არ ემთხვეოდა მათ ქრონოტიპს და მათ იმ დროს უწევდათ ძილი, როცა უნდა ეფხიზლათ და იმ დროს მუშაობა, როდესაც უნდა დაძინებოდათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ძილისა და ცირკადული რითმებისათვის ასეთი უარყოფითი შედეგები აღენიშნებოდა იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ღამის ცვლაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ამასთან რაც უფრო დიდ ხანს გრძელდებოდა ღამის მუშაობა, მით ძლიერი იყო დარღვევები, რაც უარყოფს ღამით მუშაობისადმი ადაპტაციის ჰიპოთეზას.

მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ ორგანიზმის ცირკადული რითმების ქრონიკული დარღვევები ზრდის ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ინფექციური დაავადებებისა და ცვლითი პროცესების დარღვევის რისკს.