/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა
არტერიული წნევის გაზომვა ძალიან მარტივია თანამედროვე ავტომატური და ნახევრად ავტომატური მოწყობილობების დახმარებით.

პირველი მეორისაგან გასხვავდება მხოლოდ მანჟეტში ჰაერის დამოუკიდებლად შესვლის უზრუნველყოფით ღილაკზე თითის დაჭერისას. აღნიშნული მოწყობილობები საზღვრავენ პულსსაც, გააჩნიათ მეხსიერებაში მონაცემთა (არანაკლებ 10 გაზომვის) შენახვის უნარი.თუმცა ე.წ. მაჯის მოწყობილობებს ანუ არტერიული წნევის მაჯაზე მზომებს დიდი ცდომილება ახასიათებთ, შესაბამისად, სპეციალისტები არ გვირჩევენ მათ გამოყენებას. მით უფრო, თუ პაციენტს არითმია აწუხებს, ცდომილება ასეთ დროს განსაკუთრებითაა გამოხატული, ამიტომაც უმჯობესია ხელის ანუ ჩვეულებრივი მექანიკური ტონომეტრის გამოყენება. ბევრი დღესაც არტერიული წნევის გასაზომად რივა-როჩის სფიგმომანომეტრს იყენებს. ამ უკანასკნელს ავტომატური აპარატისაგან გასხვავებით აქვს გარეთ ქსოვილის და შიგნით რეზინის ღრუ მანჟეტი, საიდანაც რეზინის ორი მილი გამოდის. ერთი მათგანი ბოლოვდება რეზინის ბალონით, რომელსაც საკეტი აქვს. მეორე მილი კი შეერთებულია ვერცხლისწყლიან რეზერვუართან. აქედან გამოდის მინის კაპილარი, რომელსაც გვერდებზე 0-დან 300-მდე დანაყოფებიანი სკალა აქვს. ტონომეტრში, რივა-როჩის აპარატისაგან განსხავებით, ვერცხლისწყლის რეზერვუარი შეცვლილია ზამბარიანი მანომეტრით.

არტერიული წნევის გაზომვისათვის სარგებლობენ კოროტკოვის მეთოდით. ავადმყოფს, რომელიც უნდა იჯდეს ან იწვეს, იდაყვის სახსრიდან 3 სმ-ის ზევით მხარზე ადებენ და ამაგრებენ მანჟეტს. ბალონის ხრახნისებრ საკეტს კეტავენ ისე, რომ ჰაერი რეზინის ბალონიდან მასზე ზეწოლისას მანჟეტში შედიოდეს. კაპილარში ვერცხლისწყლის დონე ნულზე უნდა იყოს. მანჟეტს ქვევით იდაყვის არტერიას წინასწარ თითით ამოწმებენ და მასზე ფონენდოსკოპს ათავსებენ მოსასმენად. მანჟეტში ჰაერი შეჰყავთ რეზინის ბალონით. მანჟეტი იბერება და მხრის არტერიას მიაჭყლეტს. მანჟეტში წნევის მომატების შესაბამისად, მინის კაპილარში ვერცხლისწყლის სვეტი მაღლა იწევს, როცა მანჟეტში წნევა არტერიულ წნევას გადააჭარბებს, არტერია მთლიანად მიეჭყლიტება, პულსი ქრება. მანჟეტში ჰაერის შემდგომი შეყვანის შეწყვეტით, ბალონის ხრახნის გახსნითა და მანჟეტიდან ჰაერის თანდათანობით გამოშვებით წნევა ეცემა. პულსური ტალღის დარტყმის მომენტში ვერცხლისწყლის სვეტის დონე სისტოლურ ანუ მაქსიმალურ წნევას შეესაბამება. სისტოლის დროს აორტაში სისხლის გადასროლით წარმოქმნილ წნევას მაქსიმალურს უწოდებენ. ჯანმრთელი ადამიანის მაქსიმალური წნევა ასაკისა და გარემო პირობების მიხედვით ვწყ. სვ. 90-120-140 მმ-ის ფარგლებშია.

მანჟეტში წნევის შემდგომი დაქვეითებისას პულსური დარტყმა სუსტდება და ბოლოს ქრება. ვერცხლისწყლის სვეტის დონე ამ მომენტში მინიმალურ ანუ დიასტოლურ წნევაზე მიუთითებს. ჯანმრთელი ადამიანის მინიმალური წნევა ვწყ. სვ. 60-80 მმ-ია. დიასტოლის მომენტში არტერიის კედელზე შექმნილ წნევას მინიმალურს უწოდებენ.

არტერიული წნევის გაზომვას, ჩვეულებრივ, დიდი შრომა და ძალისხმევა არ სჭირდება. მონდომებული ადამიანი მას მალევე ეუფლება. ავტომატური და ნახევრად ავტომატური მოწყობილობების გამოყენება კი ბავშვებსაც შეუძლიათ. ეს აპარატები ხომ მექანიკური ტონომეტრებისაგან განსხვავებით თავად საზღვრავენ ე.წ. “დარტყმებს” და ელექტრონულ ტაბლოზე გამოჰყავთ უკვე მზა მონაცემები.

ფიზიოლოგიურად არტერიული წნევა დღე-ღამეში 10-20 მმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ყველაზე დაბალია წნევა ღრმა ძილის დროს და დილით. დღისით წნევა თანდათან მატულობს და საღამოსთვის მაქსიმუმს აღწევს. წნევის პირველადი გასინჯვისას მონაცემები შეიძლება მაღალი იყოს (მით უმეტეს - ემოციურ ადამიანებთან), ვიდრე წნევის განმეორებით, 3-5 წუთის შემდეგ გასინჯვისას, განსხვავებული მონაცემები შეიძლება გამოავლინოს არტერიული წნევის გაზომვამ სხვადასხვა ხელზე. არტერიული წნევა უფრო ხშირად მარცხენა ხელზე ნაკლებია, ვიდრე მარჯვენაზე, მიუხედავად იმისა, რომელ ხელზე ამოწმებენ მას პირველად. ამის მიზეზად ანატომიურ თავისებურებას ასახელებენ. მხრის წნულისა და იღლიის არტერიის სისხლძარღვოვანი ნერვული კონა, რომელიც კიბისებრი კუნთის ფეხებს შორის გადის, ასაკთან დაკავშირებით, მით უმეტეს, როცა ადამიანი ფიზიკურად მომუშავეა, ფიბროზისა და კუნთის გასქელების გამო ზეწოლას განიცდის. ამიტომაც არტერიული წნევა მარცხენა მკლავზე ნაკლები ისინჯება, ასევე შეიძლება სუსტი იყოს პულსიც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

არტერიული წნევის გაზომვის რამდენიმე წესი

1. არტერიული წნევის გაზომვა სასურველია ერთსა და იმავე დროს, რადგანაც ადამიანს დღის განმავლობაში არტერიული წნევის დაახლოებით 100 000 განსხვავებული მაჩვენებელი უფიქსირდება. შესაბამისად, ერთჯერადი გაზომვის მაჩვენებელი შეფასებისათვის არ გამოდგება. მხოლოდ რეგულარულად გაზომვა დღე-ღამის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, გვაძლევს არტერიული წნევის შეფასების საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ
პულსი და წნევა

2. არტერიული წნევის გაზომვამდე ერთი საათის განმავლობაში არ დალიოთ ყავა და არ მოწიოთ სიგარეტი.

3. წნევა აუცილებლად დამჯდარმა გაიზომეთ. ფეხები ჩამოშვებული გქონდეთ (ანუ ფეხი ფეხზე გადადებულ-გადაჯვარედინებული არ უნდა იყოს). დაჯდომის შემდეგ არტერიული წნევის გაზომვამდე აუცილებლად დაისვენეთ 2-3 წუთის განმავლობაში. საწერ მაგიდასთან მჯდომარე პოზიციაში მუშაობაც კი სისტოლური არტერიული წნევის - ვწყ. სვ. 6-8 მმ-ით, ხოლო დიასტოლურის 5-7 მმ-ით მომატებას განაპირობებს.

4. არტერიული წნევის გაზომვა არ არის რეკომენდებული მოშარდვის გაძლიერებული სურვილის ფონზეც. გადავსებული შარდის ბუშტი არტერიულ წევას დაახლოებით ვწყ. სვ. 10 მმ-ით ზრდის.

5. წნევის გაზომვის პროცესში დაუშვებელია საუბარი და მოძრაობა. საუბრისას ვწყ. სვ. მაჩვენებელი 7-9 მმ-ით მაღლა იწევს.

6. გაზომვებს შორის, სულ ცოტა, ერთწუთიანი პაუზა უნდა იყოს, რათა სისხლძარღვებზე ზეწოლა შემცირდეს და ისინი განმეორებითი გაზომვისათვის მოემზადოს.

7. მაჯის ტონომეტრის გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ მანჟეტი აუცილებლად გულის დონეზე უნდა იყოს განთავსებული. მხრის მანჟეტის გამოყენებისას ეს წესი, ჩვეულებრივ, დაცულია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გავზომოთ არტერიული წნევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები