როგორ გავაცივოთ სასმელი რამდენიმე წამში

ცხელი ზაფხული ცივი წყლისა და გამაგრილებელი სასმელების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ისინი ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მალე თბება. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლითაც გამთბარი სასმლის გაცივებას წამებში მოახერხებთ.
ამისთვის დაგჭირდებათ: წყალი, მარილი, ყინული.
ჯამი წყლით აავსეთ. დაუმატეთ ყინულის სასურველი რაოდენობა და რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმლით სავსე ბოთლი წყალში მოათავსეთ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რამდენიმე წამში თქვენი სასმელი ყინულივით ცივი გახდება.
საქმე ის გახლავთ, რომ ორი სხვადასხვა ტემპერატურის ნივთიერების თანხვედრისას წყლის ტემპერატურა მოიმატებს, სასმლის ტემპერატურა კი დაიწევს, სანამ მათ შორის “ოქროს შუალედი” არ დამყარდება.