ნახეთ, რა სარგებლობას მოგიტანთ ყოველდღე 2-3 კბილი ნივრის ჭამა

სისხლის წებოვნებაზე ნივრის გავლენის შესასწავლად 30 სამეცნიერო ექსპერიმენტია ჩატარებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი მიღებულია დასკვნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნივრის რეგულარულად ჭამა 50%-ით აძლიერებს თრომბების გაწოვის პროცესს. ნიორი არ აძლევს თრომბოციტებს გასქელებისა და გამკვრივების საშუალებას, შესაბამისად, აფერხებს თრომბების წარმოქმნას.
ამ და სხვა ეფექტების გამო ნიორი მეტად სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. ყოველდღიურად სადილთან ერთად უნდა მიირთვათ 2-3 კბილი ნიორი, ამით დაირეგულირებთ არტერიულ წნევას, დაიცავთ სისხლძარღვებს ათერომული ჩანართების განვითარებისგან, განიმტკიცებთ სისხლძარღვთა კედლებს და ვენების ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფთ!