რომელი პროდუქტები უნდა გქონდეთ შინ ჯანსაღი კვებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტები უნდა გქონდეთ შინ ჯანსაღი კვებისთვის

რადგან არავინ იცის, ამ დაწესებულებებში რამდენად დაცულია სანიტარული ნორმები და რამდენად ჯანსაღია შემოთავაზებული საკვები. მონდომების შემთხვევაში, ჯანსაღი კვება არც ისე ძვირია. სასურველია, შინ ყოველთვის გქონდეთ:

ბურღულეული - ბრინჯი, წიწიბურა, შვრია. უკეთესი იქნება, თუ ფაფებს წყალზე მოამზადებთ - უფრო იოლია, იაფი და, რაც მთავარია, სასარგებლო. შეგიძლიათ დაამატოთ გარგარის ჩირი, სოკო.

რჩევა: შეინახეთ ბურღული სპეციალურ კონტეინერებში.

ზეთი - უპირატესობა მიანიჭეთ არარაფინირებულ ზეთს. ვიტამინები და მიკროელემენტები მასში გაცილებით მეტია, ვიდრე რაფინირებულში.

რჩევა: მცენარეულ ზეთში მომზადებული ბოსტნეული უფრო ადვილი ასათვისებელია.

ხილი - მას მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის.

რჩევა: შეინახეთ ხილი მაცივარში, თუმცა დიდხანს არა - მაქსიმუმ ერთი კვირა. ნუ შეინახავთ ცელოფანის პარკით.

ბოსტნეული - ის მთელი წელი უნდა იყოს თქვენს სუფრაზე. ეგზოტიკური, ძვირად ღირებული ჯიშები მაინც და მაინც ნუ გაგიტაცებთ; ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, გოგრა არც ისე ძვირი ღირს და ძალიან სასარგებლოა. თითოეული მათგანი სავსეა ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გამუდმებით სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

რჩევა: ბოსტნეულისგან გემრიელი გარნირი მზადდება. მაგალითად, ჭარხალი გაფცქვენით, მოაყარეთ წიწაკა, მარილი, გაახვიეთ ფოლგაში და შედგით ღუმელში, ლითონის ბადეზე, 25 წუთით.

მწვანილი - სალათა, ოხრახუში, ნიახური, კამა... ეცადეთ, მწვანილეული ყოველთვის იყოს თქვენს რაციონში. ზაფხულობით და შემოდგომით მიირთვით ქორფა. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მისი გახმობაც შეიძლება!

რჩევა: ნურასოდეს შეიძენთ ბევრ მწვანილს, რადგან ის სწრაფად ფუჭდება. უმჯობესია შეინახოთ სპეციალური კონტეინერით ან ტენიან ტილოს ხელსაწმენდში გახვეული.

კვერცხი - ეს ცილისა და B ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. კვერცხის გული მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ლუთეინს, რომელიც ძალიან უხდება მხედველობას.

რჩევა: მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ტკბილი წიწაკა, მარილი, დაასხით კარგად გათქვეფილი ორი კვერცხი, ტაფა 10-15 წუთით შედგით გახურებულ ღუმელში.

თევზი - ცილის ის წყაროა, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი. გაყინული თევზი ცოცხალზე არანაკლებ სასარგებლოა.

რჩევა: თევზი და ხორცი მიირთვით მწვანილისა და ბოსტნეულის გარნირით.

რძე და რძის ნაწარმი - სასარგებლოა და არც ისე ძვირი ღირს. პასტერიზებულს კი ცოცხალი პროდუქტი სჯობია.

რჩევა: აუცილებლად შეამოწმეთ პროდუქტების ვადა