კარგი ძილი დიეტის შედეგების შენარჩუნებაში გვეხმარება
მკლვევარებმა გაანალიზეს 18-65 წლის 195 ადამიანის მონაცემები. ყველა მათგანს ჰქონდა მძიმე ხარისხის სიმსუქნე და 8 კვირის განმავლობაში იცავდნენ დაბალკალორიულ დიეტას (დღეში არა უმეტეს 800 კკალ).
ამ ორი თვის განმალობაში მონაწილეებმა დაიკლეს საშუალოდ, პირვანდელი წონის 12%.
მომდევნო წლის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ რამდენად შეძლეს მონაწილეებმა დიეტის დადებითი ეფექტის შენარჩუნება. ამასთან მონაწილეთა ნაწილი კვირაში 4-ჯერ ვარჯიშობდა (საერთო ჯამში ვარჯიში მოიცავდა კვირაში 2,5 საათს), დანარჩენები არა.
სპეციალური ელექტროსამაჯურების საშუალებით, სპეციალისტები ასევე აკვირდებოდნენ ამ პერიოდში მონაწილეთა ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.
აღმოჩნდა, რომ დაბალკალორიულმა დიეტამ ყველა მონაწილეში გააუმჯობესა ძილის ხარისხი, თუმცა ერთი წლის შემდეგ, ეს ეფექტი შეუნარჩუნდა მხოლოდ მათ, ვინდ რეგულარულად ვარჯიშობდა. დანარჩენებს კვლავ ცოტა და ცუდად ეძინათ.
მონაცემთა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომელთაც კვლევის დასაწყისში საშუალოდ 6 საათზე ნაკლები ეძინათ, ერთი წლის განმალოვბაში ისევ მოიმატეს წონაში.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ძილი მჭიდროდაა დაკავშირებული გახდომის შემდეგ, წონის შენარჩუნებასთან. ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც გახდომის მსურველ ადამიანებს ამის შესახებ არავინ ეუბნება.
უძილობამ შეიძლება სრულიად გააქარწყლოს დიეტით მიღწეული შედეგები.