ჩვენი ორგანიზმის ციფრები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჩვენი ორგანიზმის ციფრები

4 ყნოსვის ზონის ფართობი 5 სმ2-ია.4 ყველაზე სწრაფად მზარდი ფრჩხილი - შუა თითზეა.4 ენაზე დაახლოებით 900 გემოს რეცეპტორია. ის ითვლება ყველაზე ძლიერ კუნთად.4 ღიმილის დროს ამოქმედებულია 17 კუნთი.

როგორია ადამიანის სმენის დიაპაზონი - რა შეგვიძლია გავიგონოთ?

ჩვენ უამრავი სხვადასხვა ბგერის გარემოცვაში ვიმყოფებით, რასაც სმენის დიაპაზონი ჰქვია.

ადამიანის სმენის აღქმის დიაპაზონი მოიცავს ბგერის სიხშირეს და სიმაღლეს. სიხშირე იზომება ჰერცებში, სიმაღლე - დეციბელებში.

ყურს შეუძლია აიტანოს 120 დბ-მდე სიმაღლის ბგერა ხანმოკლე დროით, მაგრამ ხანგრძლივად 80 დბ-ზე მაღალი ბგერის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა. ადამიანის სმენის დიაპაზონი მოიცავს ხმაურის დონესა და ბგერის სიმაღლეს, რომლის მოსმენაც ადამიანს შეუძლია დისკომფორტის გარეშე.

ნორმალური სმენის მქონე ადამიანისთვის სმენის აღქმის დიაპაზონი იწყება დაბალი, დაახლოებით 20 ჰც სიხშირიდან. დიაპაზონის მეორე ბოლოს არის ყველაზე მაღალი სიხშირე, რომელიც არ იწვევს დისკომფორტს 20 000 ჰც-ის დონეზე. მაშინ როდესაც 20-დან 20000 ჰც-მდე სიხშირე ადამიანის სმენის აღქმის დიაპაზონია, ჩვენი სმენა განსაკუთრებით აღიქვამს 2000-5000ჰც სიხშირის ბგერებს.

ნორმის დროს ადამიანი აღიქვამს 10დბ სიმაღლის ბგერას.

გარემოში არსებული ბგერები იზომება დეციბელებში.

  • 10 დბ - ჩურჩული;
  • 20-30 დბ - საცხოვრებელ სახლებში ხმაური;
  • 40 დბ - დაბალ ხმაზე საუბარი;
  • 50-60 დბ - საშუალო ხმაზე საუბარი;
  • 70 დბ - საბეჭდი მანქანის ხმაური;
  • 80-90 დბ - ხმამაღალი მუსიკა, სატვირთო ავტომობილის ძრავის, მატარებლის ხმა;
  • 100 დბ - ავტომობილის ხმამაღალი სიგნალი 5-7 მეტრის მანძილზე;
  • 120 დბ - რეაქტიული თვითმფრინავის ძრავის ხმა 25მ მანძილზე აფრენისას, 1მ მანძილზე მომუშავე ტრაქტორის ხმა;
  • 120 დბ-ზე მაღალი ხმა ადამიანში იწვევს თავისა და ყურების ტკივილს. ამიტომ მას უწოდებენ ტკვილის ზღურბლს.

არსებობს ბგერები, რომელთა გაგონებაც უნაკლო სმენის ადამიანებსაც არ შეუძლიათ. სმენის აღქმის მიღმა არსებული დიაპაზონის ბგერებს ადამიანი აღიქვამს როგორც ვიბრაციას და არა ბგერას.

სმენის დარღვევისას იცვლება ადამიანის სმენითი აღქმის დიაპაზონი. ადამიანთა უმრავლესობისთვის სმენის დაქვეითება საგრძნობი ხდება მაღალ სიხშირეებზე. ჩიტების ჭიკჭიკი, ზოგიერთი სამეტყველო ბგერა, მუსიკალური ინსტრუმენტი (მაგალითად, ფლეიტა) ძალიან რთულია გაიგოს დაქვეითებული სმენის მქონე ადამიანმა.

დისკომფორტის ზღურბლად ითვლება ბგერის ის დონე, რომელიც ადამიანში იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. ნორმად ითვლება 100-110 დბ და დამოკიდებულია არა მარტო სმენის ორგანოს მდგომარეობაზე, არამედ ნერვული სისტემის აღგზნებადობაზე. სმენის დარღვევის მქონე ადამიანებს შორის დისკომფორტის ზღვარი, როგორც წესი, 110 დბ-ზე მეტია.

რა არის სმენის დიფერენციული ზღურბლი

ადამიანის სმენის მიერ აღქმული მინიმალური განსხვავება, ბგერის სიხშირის, ინტენსივობის ან ხანგრძლივობის მიხედვით, არის სმენის დიფერენციალური ზღურბლი.

სწორედ ბგერებს შორის მინიმალური განსხვავების აღმოჩენის უნარი გვაძლევს მეტყველების გაგების საშუალებას. დიფერნეციალური ზღურბლის ინტენსივობა და სიხშირე დამოკიდებულია ბგერის ხანგრძლივობაზე, დონესა და სიხშირეზე. სმენდაქვეითებული ადამიანები უბრალოდ ვეღარ აღიქვამენ მეტყველების დროს ბგერებს შორის მცირე განსხვავებებს.

ასაკის მატებასთან ერთად, ბევრ ადამიანს აღენიშნება ბგერის აღქმის დიაპაზონის დავიწროება. ამასთან, ზედა ზღვარი 40 წლისთვის შეადგენს არა 20 000-ს, არამედ 14 000 ჰც-ს. ასაკთან ერთად სმენის დაკარგვას განაპირობებს სმენის აპარატის ცვეთა.

როგორია მხედველობის დიაპაზონი

ადამიანის მხედველობას აქვს საზღვარი. ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ელექტრომოწყობილობების მიერ გამოსხივებული რადიოტალღები, მცირე ზომის ბაქტერიები.

რამდენი ფერის აღქმა შეუძლია ადამიანს

თეორიულად ადამიანის თვალს 10 მილიონამდე ფერის გარჩევა შეუძლია, მაგრამ რეალურად დაახლოებით 100 ტონალობას არჩევს. თვალის ბადურაში არსებობს ორი ტიპის უჯრედები: ჩხირები და კოლბები. კოლბები პასუხისმგებელია ფერების აღქმაზე (დღის მხედველობაზე), ხოლო ჩხირები რუხი ელფერის დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს სუსტ განათებაზე (ღამის მხედველობა). ჩვენ ყველაზე უკეთ ვარჩევთ სპექტრის ლურჯ, მწვანე და წითელ უბნებს. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება წითელი და მწვანე ფერების აღქმის დარღვევა (დალტონიზმი).

მანძილი ციფრებში

მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ:

  • დედამიწის სიმრუდის გათვალისწინებით შესაძლებელია წინ 5 კმ მანძილზე დანახვა, თუ ადამიანი ბრტყელ ზედაპირზე 1,5 მ სიმაღლეზე იმყოფება დედამიწიდან;
  • საშუალო მხედველობის მქონე ადამიანს წინააღმდეგობის გარეშე შეუძლია 2,5 მ მანძილზე სანთლის ალის დანახვა.

მხედველობის ველი ის სივრცეა, რომელსაც ერთდროულად აღიქვამს ფიქსირებული თვალი. ნორმის მაჩვენებლებია: მხედველობის ველის ზედა საზღვარი - 50 გრადუსი, ქვედა - 60 გრადუსი, შიდა საზღვარი - 60 გრადუსი, გარეთა - 90 გრადუსზე მეტი (ანუ სუმარული მხედველობის ველი ორივე თვალით - 180 გრადუსი).

მხედველობის ველის ცვლილება განპირობებული შეიძლება იყოს მხედველობის ანალიზატორის: ბადურას, მხედველობის ნერვის, მხედველობის გზების, ცნს-ის ორგანული და/ან ფუნქციური დაავადებებით.

რამდენი თმაა ადამიანის თავზე

საშუალოსტატისტიკურ ადამიანს დაბადებისას აქვს საშუალოდ 100 ათასი თმის ბოლქვი (ფოლიკული). თითოეული ბოლქვიდან შესაძლებელია გაიზარდოს თმა.

თმის რაოდენობა დამოკიდებულია თმის ფერზე. ყველაზე თხელი თმა აქვთ ქერებს, ყველაზე სქელი - წითურებს. თმის რაოდენობა Bიო Nუმბერს მონაცემებით ასე ნაწილდება:

  • ქერები - 150 ათასი;
  • წაბლისფერთმიანები - 100 ათასი;
  • წითურები - 90 ათასი.

საშუალოდ თავის 1სმ2-ზე იზრდება 124-დან 200 თმის ღერი.

რამდენი ღერი თმა გვცვივა - ტრიქოლოგები ნორმალურად მიიჩნევენ, თუ ყოველდღიურად 100 ღერი თმა გვცვივა. ეს ის რაოდენობაა, რომელიც თმის სიხშირეზე გავლენას არ ახდენს. ამაზე მეტი რაოდენობის თმის ცვენისას თმა თხელდება. თმის დიდი ნაწილი დაბანისა და დავარცხნისას ცვივა. ჩამოცვენილი თმის ადგილზე ახალი ამოდის.