/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ქსოვილები ჯანმრთელობაზე მოქმედებს?

ქსოვილები ჯანმრთელობაზე მოქმედებს?
ადამიანები ტანსაცმლით იმოსებიან. ტანსაცმელი დანიშნულებისა და შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვაგვარია. მის ქსოვილს შეუძლია დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე,

თუმცა, შესაძლოა, ჩვენ ვერც კი მივხვდეთ, რომ ეს სწორედ სამოსის ბრალია. ტანსაცმელი არა მხოლოდ მორთულობაა - ის ადამიანის მეორე საფარველი, სხეულსა და გარემოს შორის არსებული ერთგვარი ზღუდეა. დიდი ხანია შემჩნეული და დადასტურებულია, რომ ზოგიერთი ნივთი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, ზოგი კი, პირიქით, სულიერ სიმშვიდესა და სიამოვნებას გვანიჭებს და გვეხმარება კიდეც სხვადასხვა უსიამოვნების არიდებაში.

მხოლოდ ნატურალური!

სინთეტიკურ ქსოვილებს სამკურნალო თვისებები არ გააჩნია. პირიქით, ხელოვნური მასალის ქსოვილები არღვევენ ნივთიერებათა ცვლას. სამაგიეროდ, ნატურალურ მასალას შეუძლია შეცვალოს კიდეც ზოგიერთი პრეპარატი. ძველად სახალხო მკურნალებმა იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ზოგიერთი სნეულების დროს წამლის ნაცვლად ნატურალური ქსოვილი, რომელიც დამზადებული იყო განსაზღვრული ფერის მცენარეული ბოჭკოსაგან. უძველეს სამედიცინო კრებულებში დაცულია ცნობები მათ საოცარ ზემოქმედებაზე. ასე, მაგალითად, სელის ტანსაცმელი სხეულს აგრილებს, ამიტომ მისი ჩაცმა სასარგებლოა ზაფხულში. თუმცა ძველი მკურნალები მიიჩნევდნენ, რომ სელის სამოსი ყველა სეზონზე გამოსადეგია. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ თუ მას სიცხეში ჩაიცვამ, სხვადასხვა დაავადებისგან განიკურნები, ხოლო თუ სიცივეში - წონას დაიკლებ. შეგიძლიათ, შეამოწმოთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სელი მნიშვნელოვანი მასალაა არა მხოლოდ ფიგურის კორექციისთვის - ის ნევროლოგიური დაავადებების (მაგალითად, მიოზიტის) დროსაც გვეხმარება. ამისთვის ნემსიწვერას რამდენიმე ფოთოლი უნდა მოვათავსოთ სელის ქსოვილზე და შევიხვიოთ მტკივანი ადგილი, ზემოდან კი თბილი ქსოვილი დავიდოთ. სამიოდე საათის შემდეგ ტკივილი ჩაცხრება.

ნატურალური აბრეშუმის ტანსაცმელი ათბობს და აშრობს. ის სასარგებლოა პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. მათთვის, ვისაც ხშირად ეყინება ხელ-ფეხი, უოფლიანდება ხელისგულები და ფეხისგულები, კარგია აბრეშუმის ქსოვილში შეფუთვა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამრაჯობათ D ვიტამინი მაქვს 29 რას მირჩევთ მივიღო D3 და რომელ პრეპარტს მირჩევთ</p>

რაც შეეხება ბამბას, მისგან დამზადებული ქსოვილები მართლაც უნივერსალურია. ალბათ, ყველამ კარგად იცის, რომ ბამბა ზამთარში ათბობს, ზაფხულში კი - აგრილებს. ბამბის საზამთრო სამოსი საოცრად მსუბუქი და თბილია, საზაფხულოდ კი ბამბის მაისურები შეუცვლელი და, რაც მთავარია, ჯანსაღია.

განსაკუთრებულ შემთხვევებში

ძველი დროის მკურნალები ხალხს გამუდმებით შალის ტანსაცმლის ტარებას არ ურჩევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ შალი სხეულს ფიტავდა. მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში „გამოუწერდნენ“ ხოლმე. ძალიან სასარგებლოა შალი თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ბატკნის ბეწვი. მათ, ვინც ცხვირიდან სისხლდენას, კაპილარების სისუსტეს უჩივის, ურჩევენ კურდღლის ან აქლემის ბეწვის ტანსაცმელს. წელისა და ზურგის არეში ტკივილების დროს სასარგებლოა ძაღლის ბეწვისგან დამზადებული ქამრის ტარება. წელს ქვევით ჩასაცმელად კი ბამბისა და სელის სამოსი ჯობს.

შალით ძველად ჯიბლიბოსაც კი მკურნალობდნენ: შალის წითელ ძაფს ახვევდნენ ჯიბლიბოს საწინააღმდეგო მხარეს და ერთი დღე-ღამის შემდეგ შესივება უკვალოდ ქრებოდა.

გაციების სამკურნალოდ არსებობს ასეთი რეცეპტი: 2-2 სუფრის კოვზი არყის ფოთლისა და ასკილის ნაყოფის ნარევი 20 წუთით მოათავსეთ ორთქლის აბაზანაში, შემდეგ გააგრილეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ცოტაოდენი ლიმონმჟავა. ამ ხსნარში დაასველეთ შალის ქსოვილი, გაწურეთ კარგად, მტკივან ადგილას დაიდეთ დოლბანდი, შემდეგ - გაწურული შალის ქსოვილი, კომპრესის ქაღალდი, პირსახოცი და ზემოდან თბილად გადაიხვიეთ. სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე
რა გამოკვლევების ჩატარებაა რეკომენდებული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე
ეს ეხება როგორც ახალგაზრდებს, ისე 40 წელს გადაცილებულ პირებს.
სრულად
სიცხის გადატანის ყველაზე უჩვეულო, მაგრამ ეფექტური, გზები
სიცხის გადატანის ყველაზე უჩვეულო, მაგრამ ეფექტური, გზები
უცნაურია, მაგრამ თავს უკეთ იგრძნობთ, თუ ცხელ ჩაის დალევთ ან მაჯებს დაისველებთ.
სრულად
რომელი ალკოჰოლური სასმელებია უფრო დიეტური?
რომელი ალკოჰოლური სასმელებია უფრო დიეტური?
CNN-ის კონსულტანტი ნუტრიციოლოგი ლიზა დრეიერი აცხადებს: წონაში დაკლების მცდელობისას ხშირად ვეუბნები ხალხს,
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
ჩაკეტილობა აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულების ერთ-ერთი პირველი ნიშანია.
სრულად
7 საკვები, რომელიც არასდროს  უნდა ჩაასხათ ნიჟარაში
7 საკვები, რომელიც არასდროს უნდა ჩაასხათ ნიჟარაში
ერთი შეხედვით, სამზარეულოს ნიჟარას ყველაფრის ატანა შეუძლია:
სრულად
როგორ მოვიქცეთ, რომ შვებულებიდან დაღლილი არ დავბრუნდეთ? -  3 ნაბიჯი
როგორ მოვიქცეთ, რომ შვებულებიდან დაღლილი არ დავბრუნდეთ? - 3 ნაბიჯი
სწრაფი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც შვებულება დასვენებაში ვერ ეხმარება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ქსოვილები ჯანმრთელობაზე მოქმედებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები