როგორი კვების რეჟიმი გვეხმარება გაფანტული სკლეროზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი კვების რეჟიმი გვეხმარება გაფანტული სკლეროზის დროს

კეტოდიეტის მიზანია ორგანიზმი აიძულოს ენერგია მიიღოს ნახშირწყლებიდან და არა ცხიმებიდან. შედეგად სისხლში იზრდება კეტონური სხეულების დონე. ბოლო წლებში კეტოდიეტა პოპულარული გახდა წონის კლებისთვის. ამას გარდა, მას იყენებენ ეპილეფსიის დროს, ეპილეფსიური შეტევების სიხშირის შესამცირებლად.

ახალი კვლევა ჩატარდა გაფანტულის სკლეროზის გავრცელებული ფორმით დაავადებლი 65 პაციენტის მონაწილოებით. გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს ნერვული ბოჭკოების მიელინურ გარსს, რაც იწვევს ინვალიდობას. მონაწილეები ნახევარი წლის განმავლობაში იყვნენ მკაცრ კეტოგენურ დიეტაზე. ამ პერიოდის დასრულებისას დადგინდა, რომ პაციენტებმა დაიკლეს წონაში, მეტად ენერგიულები გახდნენ, გაუმჯობესდა ფსიქიკური მდგომარეობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დაავადების სიმპტომების შემსუბუქება შეიძლება უკავშირდებოდეს წონის და ანთების დონის კლებას, ასევე ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის ცვლილებას. ყველა ეს ფაქტორი თავის როლს თამაშობს გაფანტული სკლეროზის განვითარებაში.

ამავდროულად, მკლვევარები სრულადაც არ ფიქრობენ, რომ კეტოდიეტა შეიძლება გაფანტული სკლეროზის მქონე ყველა პაციენტისთვის სასარგებლო იყოს. ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვების ასეთ შეზღუდულ რეჟიმს თან ახლავს რისკები, ამიტომ ის მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს.

დღეისათვის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია დაბალანსებული ჯანსაღი კვება ნაჯერი ცხიმების და სწრაფი ნახშირწყლების დაბალი შემცველობით. სპეციალისტები მათ ურჩევენ ხილისა და ბოსტნეულის, უცხიმო ხორცის და ცხიმიანი ზღვის თევზის მიღებას, რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებით.