როგორ მოვემზადოთ გინეკოლოგთან ვიზიტისათვის
ექიმთან ვიზიტი საჭიროა არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, არამედ პროფილაქტიკურად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
როგორ უნდა მოვემზადოთ სპეციალისტთან ვიზიტისათვის და ციკლის რომელ დღეს უნდა ჩავაბაროთ ანალიზები?
თუ არაფერი გაწუხებთ, ექიმთან ვიზიტი სჯობს დაიგეგმოს მენსტრუაციის დასრულების შემდეგ. ძლიერი ტკივილის ან სისხლდენის დროს, ექიმთან ვიზიტის გადადება არ შეიძლება. ციტოლოგიაზე და ფარულ ინფექციებზე ნაცხის აღება ციკლის ნებისიერ დღეს შეიძლება.
სარძევე ჯირკვლის და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფიული კვლევა უნდა შესრულდეს მენსტრუაციის დასრულებისთანავე. ჰორმონებზე სისხლის ანალიზი, მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
პროგესტერონის დონე უნდა განისაზღვროს მოსალოდნელი მენსტრუაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო პროლაქტინზე ანალიზის შედეგი უფრო საიმედო იქნება თუ სისხლის აღებამდე არ მივიღებთ საკვებს 16 საათის განმავლობაში და არ მოვიხმართ თამბაქოს.