როგორ მოქმედებს სტრესი ქალის სილამაზეზე
რადგანაც ამ დროს გამომუშავდება ჰორმონები, რომლებიც ორგანიზმის ფუნქციურ გადაძაბვას იწვევს.
ხანგრძლივი დაძაბულობა პირველ რიგში აისახება ფრჩხილების, თმისა და კანის მდგომარეობაზე.
უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოვლინდეს შეშუპების, კანის დაავადებების გამწვავების და სახის კანის ფერის ცვლილებით. ხშირად ამგვარი მდგომარეობა ვლინდება კანის და თავის თმიანი ნაწილის ცხიმიანობის გაზრდით, ე.წ. სებორიითა და სებორიული დერმატიტით. ამის მიზეზი ჰორმონული სისტემის დისბალანსია, რომელიც სტრესის გავლენით ვითარდება.
სტრესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გამკლავება მხოლოდ დაძაბული სიტუაციიდან გამოსვლითაა შესაძლებელი. არანაირი მოვლის პროცედურები არ დაეხმარება კანს სტრესული ფაქტოორების შენარჩუნებისას. ფსიქოლოგიური საშუალებები, ტრენინგები, ჰობი და სხვა საშუალებები აყალიბებს ორგანიზმის დამცავ ნიშას და ეხმარება სტრესთან ადაპტაციასა და გამარჯვებაში.