/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ მოვიქცეთ, თუ დახეთქილი ქუსლები გვაწუხებს

როგორ მოვიქცეთ, თუ დახეთქილი ქუსლები გვაწუხებს
ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.

ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უხეშდება და უსქელდება, საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა. როგორ ვუშველოთ თავს? ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი და A ამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნახეთქები შესაძლოა ისეთი დაავადებების გამოვლინებაც იყოს, როგორიც არის სოკოვანი ინფექცია, ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და რიგი დერმატოლოგიური დაავადება.

როგორ მოვიქცეთ?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ქუსლებზე ნახეთქები ძნელად ემორჩილება მკურნალობას, მაგრამ რეგულარული პროცედურებითა და კანის დამარბილებელი საშუალებების გამოყენებით მათ სამუდამოდ დააღწევთ თავს. ძირითადი სამკურნალო საშუალებანი ვაზელინზე მზადდება. ნებადართულია სუფთა ვაზელინის მასაჟებიც. ღრმა ნახეთქების დროს რეკომენდებულია ანტიბიოტიკების შემცველი მალამოების წასმა. პლასტირების დაფენა აუცილებელი არ არის. შედეგიანია სტეროიდული მალამოების გამოყენებაც - ისინი ბარიერს ქმნიან და ხელს უშლიან კანში მიკროორგანიზმების შეღწევას, მაგრამ მათი ხმარება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება. ზოგჯერ ნახეთქები თითებს შორისაც ჩნდება. ამ დროს შესაძლოა, ამ ადგილას სოკოვანი ინფექცია განვითარდეს, ამიტომ ექიმის კვალიფიციური დახმარება აუცილებელია. ნახეთქები ხშირად ჩნდება ორსულობის პერიოდში, რაც წონის მატებით გამოწვეულ დროებით ბრტყელტერფიანობას და სისხლში გლუკოზის შემცველობის ასევე დროებით მატებას უკავშირდება. ჩვეულებრივ, ორივე მაჩვენებელი მშობიარობის შემდეგ ნორმალიზდება და ნახეთქებიც მშობიარობიდან 9-10 თვის შემდეგ თავისთავად ქრება.

არ გირჩევთ დიდხანს მზის გულზე ყოფნას, რადგან ულტრაიისფერი სხივები კანს აშრობს და ნახეთქებს აღრმავებს. თუ ღრმა ნახეთქების მიზეზი ბრტყელტერფიანობაა, გირჩევთ ატაროთ სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი ან ტერფებქვეშ სუპინატორები დაიდოთ. თუ ნახეთქები ავიტამინოზით არის გამოწვეული, ყოველდღიურ რაციონში უნდა ჩართოთ ნაღების კარაქი, კვერცხი, ხიზილალა, საქონლის ღვიძლი, სტაფილო - რეტინოლითა და კაროტინით მდიდარი პროდუქტები. ყველაზე ეფექტიანი პროცედურებია სხვადასხვა მცენარეული კომპონენტის აბაზანები. ნებისმიერი აბაზანის მიღებამდე აუცილებელია ფეხის ქუსლების დამუშავება-გაწმენდა სპეციალური საშუალებით, რომელიც აშალაშინებს კანის გაუხეშებულ ნაწილს. კვირაში ორჯერ მაინც გაიკეთეთ ტერფის ძლიერი მასაჟი ცხიმიანი კრემით. ხელზე წაისვით ცოტაოდენი კრემი და ძლიერი დაწოლითი მოძრაობებით დაიზილეთ ტერფები. ეს მარტო ტერფის სისხლმომარაგებას კი არ გააძლიერებს, არამედ განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.

ასევე დაგაინტერესებთ
მარტივი რეცეპტები დახეთქილი ქუსლების სამკურნალოდ - შევხვდეთ ზაფხულს ლამაზი ტერფებით
როგორ მოვუაროთ ქუსლებს შინაურული, ეფექტური მეთოდებით

გახსოვდეთ: თუ ნახეთქები დიდი ხნისაა, ზემოთ აღწერილი პროცედურები არ შველის, მათ ირგვლივ ჩირქგროვები გაჩნდა, კანი შეწითლდა და შესივდა, ამას დაერთო სხეულის ტემპერატურის მატება, - ეს ნახეთქებში ინფექციური პროცესის განვითარების მაუწყებელია, ამიტომ თავი უნდა ანებოთ ყოველგვარ თვითმკურნალობას, დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს და მის მიერ დანიშნული ანტიმიკრობული თერაპია ჩაიტაროთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯოები (Bed Bugs) ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება სასტუმროში შეგხვდეთ.
სრულად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ მოვიქცეთ, თუ დახეთქილი ქუსლები გვაწუხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები