/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

იმუნური შეუთავსებლობა

იმუნური შეუთავსებლობა
უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად მამაკაცისა და ქალის შეუთავსებლობას მიიჩნევენ. თუ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის მაჩვენებლები ნორმაშია,

უშვილობის მიზეზი შესაძლოა მათი იმუნური შეუთავსებლობა იყოს. ამ ტიპის უშვილობა განიხილება როგორც უნაყოფო ქორწინების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სპეციალურ მიდგომასა და მკურნალობის განსაკუთრებულ ტაქტიკას საჭიროებს.

უშვილობის იმუნური ფაქტორი

უშვილობა, რომელიც იმუნური შეუთავსებლობით არის გამოწვეული, შეუსწავლელ საკითხთა რიცხვს ეკუთვნის. ამ ტიპის უშვილობა გამოწვეულია მამაკაცის სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულებით, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას როგორც ქალის, ასევე თვით მამაკაცის ორგანიზმში. მეტიც - ქალის ორგანიზმში სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები მამაკაცისაზე გაცილებით იშვიათად გვხვდება.

ანტისხეულების არსებობა ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ყელში ვლინდება, იშვიათად - ენდომეტრიუმსა და საშვილოსნოს მილებში. საშვილოსნოს ყელი ადგილობრივი იმუნიტეტის (დამცავი მექანიზმის) ძირითადი რგოლია. იქ წარმოიშობა A კლასის იმუნოგლობულინები. გარდა ამისა, A, G და M კლასის იმუნოგლობულინები გადმოდის პლაზმიდან. დადგენილია, რომ საშვილოსნოს ყელში იმუნოგლობულინების შემცველობა მენსტრუალური ციკლის ფაზების შესაბამისად იცვლება. ოვულაციის პერიოდში მათი ოდენობა ყველაზე ნაკლებია.

იკურნება თუ არა პარტნიორთა იმუნური შეუთავსებლობა?

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უნაყოფო ქორწინებათა დაახლოებით 30%-ში უშვილობის მიზეზი სწორედ იმუნური შეუთავსებლობაა. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის თავისებური ალერგია კონკრეტული მამაკაცის სპერმაზე და რა საოცარიც უნდა იყოს, ეს ალერგია მამაკაცს ხშირად საკუთარი სპერმის მიმართ უვითარდება. ანტისპერმული ანტისხეულები თრგუნავს სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნარს, გავლენას ახდენს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე, იწვევს სპონტანურ აბორტს, ორსულთა ტოქსიკოზს, აფერხებს ნაყოფის განვითარებას. ამიტომ შეუღლებამდე სასურველია ორივე პარტნიორმა გაიაროს ტესტი იმუნურ შეთავსებაზე.

რა იწვევს ალერგიას კონკრეტულ ადამიანზე?

სისხლის თეთრი ბურთულები, ლეიკოციტები, გამოყოფენ თავისებურ ნივთიერებებს - ფერომონებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ ინდივიდუალური შეუთავსებლობის მაჩვენებელს. ფერომონები ქმნიან ადამიანის განუმეორებელ სუნს, თუმცა ცივილიზებული ადამიანი სხვა ადამიანის ბუნებრივ სუნს იშვიათად აქცევს ყურადღებას. სამაგიეროდ, სამხრეთ ამერიკის აბორიგენებს შორის შემორჩენილია ახალგაცნობილის ხელების დაყნოსვის ტრადიცია, ჩრდილოეთის ხალხებში კი გავრცელებულია ტრადიციული მისალმება - ცხვირის წვერით გახახუნება. ეს იმიტომ, რომ სუნის საშუალებით ჩვენი ქვეცნობიერი იღებს უდიდეს ინფორმაციას, მათ შორის - ინფორმაციას ანტიგენური თავსებადობის შესახებაც. გაიხსენეთ, როგორ იქცევიან ცხოველები შერწყმის წინ - ისინი ერთმანეთს ყნოსავენ. არსებობს თეორია, რომ რაც უფრო მეტი სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა ქალს, მით უფრო მეტი გენეტიკური მასალით არის იგი დატვირთული, აქედან გამომდინარე, მით უფრო მეტად "იმუნიზდება" და მით უფრო მეტია ალბათობა, ანტისპერმული ანტისხეულები გამოუვლინდეს. ამ პროცესზე შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს გადატანილმა სასქესო ინფექციებმაც.

როგორ ვლინდება ალერგია?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ჩვენს ირგვლივ უამრავი ოჯახია, რომლებიც ერთი შეხედვით სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, მაგრამ სინამდვილეში პარტნიორებს შორის ურთიერთობა დაძაბულია. ქმარი მეორე ბავშვის გაჩენას მოითხოვს, ქალი კი მის მიმართ ნამდვილ ზიზღს გრძნობს, მისი სუნიც კი აღიზიანებს და არამცთუ მისგან მეორე ბავშვის გაჩენა, არამედ მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც კი არ სურს. ამის მიზეზი ზოგჯერ სწორედ ეს ავადსახსენებელი შეუთავსებლობაა. ზოგჯერ პარტნიორისადმი ალერგია საკმაოდ მკვეთრად ვლინდება. ლიტერატურაში აღწერილია ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიც კი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. რასაკვირველია, ასეთი მძიმე შემთხვევები იშვიათია. უმეტესად ასეთი ტიპის უშვილობა სამედიცინო ჩარევის შედეგად წარმატებით იკურნება.

დიაგნოსტიკა

იმუნური უშვილობის დიაგნოსტიკა პოსტკოიტალური ტესტის შედეგებს ემყარება (კოიტუსი სქესობრივ აქტს ნიშნავს). პოსტკოიტალური სინჯის საშუალებით იკვლევენ სპერმატოზოიდების რიცხვსა და მოძრაობის უნარს საშვილოსნოს ყელის არხში.

მკურნალობა

ამ ფორმის უშვილობის სამკურნალოდ განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება საშვილოსნოსშიგა განაყოფიერება. წყვილი 6 თვის განმავლობაში იყენებს კონტრაცეფციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) მექანიკურ მეთოდს, რომელიც ქალის სასქესო ორგანოებთან შეხებას გამორიცხავს (პრეზერვატივს). ამ მეთოდის ეფექტურობა დაახლოებით 60%-ის ტოლია. სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულების დასათრგუნავად გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების გამოყენების მეთოდმა - მისი ეფექტურობა დაახლოებით 20%-ს უდრის - გვერდითი მოვლენების გამო მედიცინაში ფეხი ვერ მოიკიდა. ინიშნება ანტიბიოტიკებიც, რადგანაც ფარულად მიმდინარე ინფექცია ხელს უწყობს ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მოტეხილობა, ამოვარდნილობა, დაჭიმულობა - როდის როგორ მოვიქცეთ

ძვლების მოტეხილობა, ძვლის ამოვარდნილობა და  სახსრის დაჭიმულობა, ღრძობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

იმუნური შეუთავსებლობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები