გონებრივი მუშაობისთვის სტიმულს მხოლოდ ყავასა და კოფეინშემცველ სასმელებში ნუ დაუწყებთ ძებნას, ამ მხრივ ეფექტურია ჩინური ლიმონურას ჩაი და ჟენ-შენის ნაყენის წვეთები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გონებრივი მუშაობისთვის სტიმულს მხოლოდ ყავასა და კოფეინშემცველ სასმელებში ნუ დაუწყებთ ძებნას, ამ მხრივ ეფექტურია ჩინური ლიმონურას ჩაი და ჟენ-შენის ნაყენის წვეთები

კაკალი, პარკოსნები და მარცვლეული

კაკალი ტყუილად როდი წააგავს ტვინის ხვეულებს - იგი გონებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით. კაკლის შემადგენლობაში შედის ლეციტინი, რომლიც აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ააქტიურებს მეხსიერებას. 5 ცალი კაკლის გული ჩ ვიტამინის სადღეღამისო ნორმაა, რომელიც აუცილებელია აზროვნებითი პროცესებისთვის. კაკალი აფერხებს ტვინის დაბერებას.

ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ იგი ძალიან სასარგებლოა რადიაციული ფონის მომატებისას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კაკალი მძიმე საკვებია და მის გადასამუშავებლად ორგანიზმი მნიშვნელოვან ენერგიას ხარჯავს. ამავე დროს კაკალი ძალიან კალორიულია (ენერგეტიკული ღირებულებით 1,5-ჯერ აღემატება ღორის ხორცს), ამიტომ ვისაც გახდომა სურს, კაკლით გატაცებას არ ვურჩევთ.

მეხსიერებისთვის არანაკლები სარგებლობა მოაქვს მარცვლეულს, მათ შორის - სელის თესლსა და ხორბალს. სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 მჟავებით და ამ საკვები ნივთიერებების უნივერსალურ წყაროს წარმოადგენს. ბოჭკოების უხვი შემცველობა საშუალებას გვაძლევს, სელის თესლი ნებისმიერი მარცვლეული პროდუქტის დანამატად გამოვიყენოთ.

ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს კულინარიაში ცხიმოვანი მჟავების აუცილებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კანაფის ბურღული დღეს ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა ოდესღაც ის ერთ-ერთ ძირითად ბურღულს წარმოადგენდა. საერთოდ, კანაფი ძვირფასი მცენარეა - როგორც საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით, ასევე საკვებადაც.

მისი ბურღული მდიდარია ცილებითა და ცხიმებით, ხოლო კანაფის ზეთზე ლეგენდები დადის. მას, ისევე როგორც სელის ზეთს, მეხსიერების გაუმჯობესების უნარი შესწევს. ხორბლის ჩანასახები დიდი რაოდენობით შეიცავს ე ვიტამინს და სელენს. ორივე მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია. გარდა ამისა, ჩანასახოვან ხორბალში შედის ქოლინი (B4), რომელიც ანელებს მეხსიერების ასაკობრივ დაქვეითებას და ხელს უშლის ჭკუასუსტობის განვითარებას. სოიის ცილა ზოგიერთი პროდუქტის შემადგენლობაში ასტიმულირებს ტვინის უჯრედებში ნერვული იმპულსების გადაცემას და უზრუნველყოფს ტვინის დამატებით კვებას.

ის არაჩვეულებრივია ვიზუალური ჩვევებისა და ვერბალური მეხსიერების გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს აზროვნების მოქნილობას. მაგრამ ყველა სოია სასარგებლო როდია - ერიდეთ გენმოდიფიცირებულს.

გონებრივი მუშაობისთვის სტიმულს მხოლოდ ყავასა და კოფეინშემცველ სასმელებში ნუ დაუწყებთ ძებნას; არსებობს მცენარეული ალტერნატივაც. მაგალითად, ამ მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ ჩინური ლიმონურას ფოთლები - დავაყენოთ და ჩაისავით ვსვათ. ეს დაგვეხმარება ძალ-ღონის შენარჩუნებაში ძლიერი გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს.

შრომისუნარიანობას ამაღლებს ჟენ-შენიც - ნაყენის წვეთები წყალში უნდა გააზავოთ და დალიოთ. მნიშვნელობა არ აქვს, კვების რომელ ტიპს მისდევთ; მთავარია დაიცვათ ორგანიზმში ვიტამინების, მინერალებისა და სხვა ნივთიერებების ბალანსი. ჰარმონია ჩვენს ორგანიზმში ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღის საფუძველია.

წაიკითხეთ სრულად