როცა სწორი კვებისთვის ვერ ვიცლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა სწორი კვებისთვის ვერ ვიცლით

ხშირად სრულფასოვანი საუზმე იცვლება ფინჯანი ყავითა და კრუასანით, ხოლო სადილი სამსახურში ფასტ ფუდითა და სნეკებით.

დაბალანსებული კვებისთვის საერთოდ აღარ რჩება დრო. ეს დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე: იწვევს ჭარბ წონას, კანის დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს და კვებითი ქცევის მოშლილობას.

როგორ ვიკვებოთ მუდმივად ცვალებად გარემოში, ისე რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ:

1. შეეცადეთ კარგად ისაუზმოთ - პირველი კვება მთელი დღისთვის ენერგიის მომცემია.

2. საკვების ძირითადი ნაწილი სახლში მოამზადეთ და თან იქონიეთ მოხერებული კონტეინერში, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებთ მავნე საკვების მიღების შანსებს.

3. მზა კერძების შეძენისას, კარგად დააკვირდით ინგრედიენტებს. შეეცადეთ უარი თქვათ ისეთ საკვებზე, რომელიც დიდი რაოდენიობით შეიცავს რაფინირებულ შაქრებს, საკვებ დანამატებს.

4.მოერიდეთ ტკბილი სასმელის მიღებას (კოლა, წვენები, გაზიანი სასმელები). ეს ზედმეტი კალოტრიები და მარტივი ნახშირწყლებია, რომლებიც ჩვენს სხეულზე დაგროვდება.

5. დღის განმავლობაში დალიეთ წყალი.

6. თან გქონდეთ სასარგებლო სნეკები (ნიგოზი, ნაჭრებად დაჭრილი ბოსტნეული, ხილი, კენკრა)

7. სრულ შეზღუდვას ნუ დაუწესებთ თავს: თუ მოგინდათ საყვარელი ოლადები, მიირთვით რამდენიმე ცალი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი რაციონის მინიმუმ 80% უნდა იყოს სრულფასოვანი საკვები.

შეეცადეთ დღეში 3-ჯერ მაინც იკვებოთ. არ ისადილოთ ან ივახშმოთ ნოუთბუქის ეკრანთან ან ტელეფონთან. რაციონში დაუმატეთ ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თევზი, ციტრუსები. ასე შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას და გაზრდით პროდუქტიულობას.