სასუნთქი სისტემის დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პრინციპები

უკანასკნელ პერიოდში, დიდ ქალაქებში განვითარებული სამრეწველო ინფრასტრუქტურისა და ცუდი ეკოლოგიის პირობებში, სასუნთქი გზების დაავადებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარეობაც უფრო მძიმე და სპეციფიკური გახდა, გაცილებით ხშირად რთულდება ბრონქული რეაქციით, ქრონიკულობით, ალერგიულობით და გამოირჩევა მკურნალობის სირთულით.სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის ზოგადი პრინციპები მოიცავს:
- ფილტვებში შეუქცევადი ცვლილებების სტაბილიზაციას;
- გარეგანი სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენასა და ფუნქციის გაუმჯობესებას;
- ფსიქოლოგიური სტატუსისა და შრომის უნარის აღდგენას.
ამ ამოცანათა რეალიზაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ნოზოლოგიის ფორმის, თავისებურების და დაავადების მიმდინარეობის ხასიათის, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების, სასუნთქი სისტემის დაზიანების ხარისხისა და ფორმის გათვალისწინებით.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სასუნთქი სისტემის ორგანოების უმრავლესი დაავადებებისას რეაბილიტაციის კონკრეტულ ამოცანად შეიძლება განვიხილოთ:
- ანთების კერის ლიკვიდაცია;
- ბრონქული გამავლობის გაუმჯობესება;
- ფილტვების ვენტილაციის გაზრდა;
- ალვეოლურ ვენტილაციასა და ფილტვის სისხლის მიმოქცევას შორის შეუსაბამობის აღმოფხვრა;
- ფილტვის სადრენაჟო ფუნქციის გაუმჯობესება;სასუნთქი კუნთების მუშაობის დაზოგვა მათი გავარჯიშებითა და გამაგრებით.