წითელი მგლურას დროს მოწითალო გამონაყარი შეიმჩნევა ცხვირზე, ზურგსა და ყვრიმალებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელი მგლურას დროს მოწითალო გამონაყარი შეიმჩნევა ცხვირზე, ზურგსა და ყვრიმალებზე

მკითხველს ალბათ გაუგონია სისტემური წითელი მგლურა. ამ დროს ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის სახე, უფრო სწორად, მოწითალო გამონაყარი ცხვირის ზურგსა და ყვრიმალებზე. გამონაყარის ასეთი განლაგება ქმნის დამახასიათებელ სურათს, რომელიც მედიცინაში მგლურას პეპლის სახელწოდებითაა ცნობილი. ტიპური ცვლილებები ვითარდება სისტემური სკლეროდერმიის დროსაც. პირის გარშემო ჩნდება ნაოჭები, რასაც ქისისებრ პირს უწოდებენ, ცხვირი ნისკარტისებრ ფორმას იღებს, შესაძლოა, განვითარდეს ხელის თითების განგრენა.

კიდევ ერთი სისტემური დაავადება, რომლის დროსაც აღმოცენდება დამახასიათებელი ვიზუალური ცვლილებები, დერმატომიოზიტია. კუნთებში მიმდინარე დარღვევებთან ერთად ყურადებას იპყრობს გამონაყარი და შეშუპება, რომელიც უპირატესად სხეულის ღია ნაწილებზე - სახეზე, კისერზე, გულმკერდზეა (ეგრეთ წოდებულ დეკოლტეს მიდამოში) ლოკალიზებული.

ძალზე ნიშანდობლივია თვალების ირგვლივ შეშუპებისა და მოწითალო-მოლურჯო გამონაყარის არსებობა, რასაც დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. შესაძლოა შეგიმჩნევიათ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოხუცივითაა მოხრილი (უკავია ეგრეთ წოდებული მათხოვრის პოზა), მოძრაობები მწირი აქვს, კისერი - გაშეშებული. ასეთია მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის, იმავე ბეხტერევის დაავადების სურათი. ჩვენ მიერ განხილულ სისტემურ დაავადებათა დიაგნოზის დასმა საკმაოდ ძნელია.

საქმე ის არის, რომ ზემოთ აღწერილი გარეგნული ცვლილებები გვიან, დაავადების დაწყებიდან წლების შემდეგ იჩენს თავს. სამწუხაროდ, სისტემური დაავადებები თავისი არსით მხოლოდ ის არ არის, რაც თვალში საცემია. ამ დროს ზიანდება მრავალი (ზოგჯერ - თითქმის ყველა) ორგანო. სწორედ შინაგან ორგანოებში მომხდარ ცვლილებებზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი მომავალი (დაავადების პროგნოზი).