ომეგა-3, B6, B9 და B12 ვიტამინები თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია
რომელი საკვები დანამატები ეხმარება თავის ტვინს ჯანრმთელობის შენარჩუნებაში?
არსებობს სხვადასხვა მტკიცებულება, რომ გარკვეული საკვები დანამატები ადამიანის თავის ტვინის ფუნქციონირებისათვის სასარგებლოა, მაგალითად, ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტური დანამატები და B ჯგუფის ვიტამინები.
ომეგა3-ის ცხიმოვან მჟავებს განეკუთვნება:
- ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA);
- დოკოზაჰექსაენოინის მჟავა (DHA);
- ეიკოსაპენტაენოინის მჟავა (EPA).
ძველი კვლევები აჩვენებს, რომ ომეგა3, რომელსაც ცხიმიანი თევზის მირთმევისას ვღებულობთ, საშუალო ასაკის ადამინებში კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითების რისკს ამცირებს.
თუმცა, 2010 წელს ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში დოკოზაჰექსაენოინის მჟავას (DHA) დანამატები პლაცებოსთან შედარებით, კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითებას არ ამცირებს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე პაციენტებს ხშირად დოკოზაჰექსაენოინის მჟავისა (DHA) და
ეიკოსაპენტაენოინის მჟავის (EPA) დაბალი დონე აღენიშნებათ.
B ჯგუფის ვიტამინები
რაც შეეხება B ჯგუფის ვიტამინებს, თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა B6, B9 და B12 ვიტამინები. ისინი თავის ტვინის ფუნქციის შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათი დეფიციტი რიგი ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც მცენარეულ დიეტას იცავენ, ხშირად B12 ვიტანიმის ნაკლებობა აქვთ, რომელსაც ცხოველური პროდუქტები შეიცავს. ამიტომ, მათთვის აუცილებელია საკვები დანამატის მიღება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ფაქტიც, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო FDA განიხილავს საკვები დანამტების უსაფრთხოებას და არა მის ეფექტურობას. FDA ბაზარზე არსებულ დანამტებს შეისწავლის და კრძალავს იმ დანამატების მოხმარებას, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.