დღეში რამდენი ფინჯანი ყავაა აუცილებელი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
სპეციალისტები 11 წლის განმავლობაში სწავლობდნენ ბრიტანელების ჩვევებს. კვლევის მსვლელობისას გამოირკვა, რომ ყოველდღიურად სამი ფინჯანი დაფქვილი ყავა ნაადრევი სიკვლდილის რისკს აქვეითებს 12%-ით, გულის დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს 17%-ით, ხოლო ინსულტით გამოწვეულ სიკვდილის რისკს - 21%-ით. მკვლევარებმა ამ მოცულობის ყავის მოხმარება დაუკავშირეს ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მაგრამ ამავდროულად ხაზი გაუსვეს, რომ ეს ეხება მხოლოდ ახლად დაფქვილ ყავას და არა ხსნადს.
დიეტოლოგები ასევე ასახელებენ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ახანგრძლივებს ორგანიზმის ახალგაზრდობას. სიაში მოხვდა: კარტოფილი, ბანანი, არტიშოკი, ბროწეული. ეს უკანასკნელი შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, ასევე უამრავ ანტიოქსიდანტს, მათ შორის ფლავონოიდებსა და ანტოციანებს. ეს საკვები ნივთიერებები იცავენ ორგანიზმის უჯრედებს სტრესისაგან.