/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ბრაზილიის სოფელში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი აღმოაჩინეს

ბრაზილიის სოფელში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი აღმოაჩინეს
ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში მცხოვრები მარია გომეშ დუშ რეიში შეიძლება აღიარებული იქნეს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად.

დღეგრძელ ადამიანზე ყურადღება გაამახვილეს მასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოძახებულმა ექიმებმა. დაბადების მოწმობის თანახმად, ის დაბადებულია 1900 წლის 16 ივნისს ბრაზილიის სოფელში ბელა-ვისტა. თუ დოკუმენტი სწორია, ქალბატონი 121 წლის გამოდის.

დუშ რეი მწოლიარე მდგომარეობაშია. მისი ყველა შვილი გარდაცვლილია, ამიტომ მას შვილიშვილი სელია უვლის. დღეგრძელ ქალბატონს ჰყავს 13 შვილთაშვილი და 6 შვილთაშვილის შვილი. ოჯახი იმედოვნებს, რომ ის შვილთაშვილის შვილიშვილს მოესწრება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სელიას განცხადებით, ბებია მხნედ და ჯანსაღად გრძნობდა თავს. 8 წლის წინ, ვიდრე ლოგინად ჩავარდებოდა, ის ზრუნავდა ყველაზე, ამზადებდა საჭმელს რეცხავდა და ალაგებდა, აღზარდა შვილიშვილები და შვილთაშვილები.

გინესის რეკორედების წიგნის მიხედვით, ყველaზე ხანდაზმულ ადამიანად მსოფლიოში მიჩნეულია 118 წლის ფრანგი მონაზონი ლუსილ რენდონი, რომელმაც ეს ტიტული მიიღო იაპონელი 119 წლისა და 107 დღის კანე ტანაკას გარდაცვალების შემდეგ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხშირად დასმული კითხვები წამალზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხშირად დასმული კითხვები წამალზე

არჩევანის გაკეთებამდე კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. მათ შორის უპირველესი პრეპარატის ხარისხი და ღირებულებაა. არუნდა დაგაბნიოთ ერთი და იმავე მოქმედების წამლების სხვადასხვა დასახელებამ.აუცილებელია, იცოდეთ, რომ ნებისმიერ წამალს გააჩნია ორი დასახელება: გენერიული,ანუ აქტიური ნივთიერების დასახელება და სავაჭრო დასახელება. გენერიული დასახელება მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატებს საერთო აქვთ, რადგან მათშემადგენლობაში ერთი და იგივე აქტიური ნივთიერებები შედის, სავაჭრო დასახელებებიკი განსხვავდება.

რა ინფორმაციაა დატანილი წამლის შეფუთვაზე

273855214-1007450473507981-5176010681419540704-n-1645180909.png

1. წამლის სავაჭრო დასახელება;

2. წამლის გენერიული დასახელება (აქტიური ნივთიერება);

3. დოზირება;

4. რაოდენობა შეფუთვაში.

კითხვები კი, რომლებიც წამლის შეძენამდე უნდა დასვათ, ასე გამოიყურება:

რომელი ქვეყანაა მწარმოებელი?

წამლებს ბევრი ქვეყანა აწარმოებს, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში წარმოების სხვადასხვა სტანდარტი მოქმედებს. ევროკავშირის ქვეყნები წამლის წარმოების ყველაზე მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, ამიტომ, თუ არჩევანს ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა ქვეყნების წარმოებულ წამლებს შორის აკეთებთ, უპირატესობა აუცილებლად პირველ მათგანს მიანიჭეთ.

როგორ და რამდენ ხანს უნდა შეინახოთ მედიკამენტები გახსნის შემდეგ?

პრეპარატის შეფუთვაზე მითითებული შენახვის თარიღი ეხება მხოლოდ გაუხსნელ პრეპარატს. მედიკამენტების შენახვის ვადა გახსნის შემდეგ განსხვავდება მისი ტიპის მიხედვით და მითითებულია შეფუთვაზე ანოტაციაში. მაგალითად, ზოგიერთი ტაბლეტი შეიძლება უფრო დიდხანს ინახებოდეს, ვიდრე თხევადი პრეპარატები(სიროფი, ხსნარი, წვეთები). ყველაზე სწორია მწარმოებლის რეკომენდაციების დაცვა,რომელიც მიუთითებს არა მხოლოდ შენახვის ვადაზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან პირობებზეც. ამიტომ წამლის შეძენამდე გაეცანით მისი შენახვის ვადას.

როგორია წამლის მიღების წესი?

არსებობს წამლებიც, რომელთა მიღებაც არაა დამოკიდებული კვებაზე. თუ ტაბლეტების მიღება დამოკიდებულია საკვების მიღებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება. ნებისმიერი წამალი უნდა იქნას მიღებული სწორად: უზმოზე, ჭამისწინ, მის შემდეგ ან მის დროს, როგორც მითითებულია ინსტრუქციებში.

ჭამის დროს მიღება ნიშნავს წამლის მიღებას ჭამის დროს.

უზმოზე - ეს არის საუზმემდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე’

ჭამამდე - ეს არის ჭამამდე მინიმუმ 30-40 წუთით ადრე;

ჭამის შემდეგ - ეს არის ჭამიდან 1,5-2 საათის შემდეგ.

ყოველთვის გადაამოწმეთ წამლის მიღების წესი ანოტაციაში.

ასევე:

  • თუ პრეპარატი ინიშნება ერთხელ დღეში, მაშინ საჭიროა წამლის დალევა ერთსადა იმავე დროს და არა დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • თუ ტაბლეტების მიღება საჭიროა დღეში ორჯერ, მაშინ დოზებს შორისინტერვალი უნდა იყოს 12 საათი;
  • თუ მიიღება სამჯერ, მაშინ დოზებს შორის ინტერვალი მცირდება 8 საათამდე.

გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა გაიყოს. სწორედ ეს გარსი იცავს ტაბლეტის აქტიურ ნივთიერებას კუჭის აგრესიული გარემოსგან. დაყოფას ექვემდებარება მხოლოდის მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ გამყოფი ხაზი. გამონაკლისს წარმოადგენენ ბავშვები, რომლებსაც ხშირად უნიშნავენ კაფსულის ან ტაბლეტის გახსნას წყალში დაშემდეგ მიღებას. ბავშვთა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის სრულყოფილი დავერ ანეიტრალებს წამლის ეფექტს, ამიტომ ასეთი ტექნიკა მისაღებია ბავშვებისთვის.

- ყველაზე უვნებელი წამლის ინსტრუქციებში ჩაწერილმა უკუჩვენებამ შეიძლება ვინმე შეაშინოს. ღირს მათი წაკითხვა?

- უკუჩვენებების დიდმა ჩამონათვალმა არ უნდა შეგაშინოთ. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ პრეპარატი ძალიან კარგად არის შესწავლილი და გამოკვლეული.მაშინაც კი, თუ 10 ათასიდან ერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენა გამოჩნდება,მწარმოებელი ამას მიუთითებს დოკუმენტაციაში. ეს კომპანიის წესიერებაზე მეტყველებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს ინსტრუქციის წაკითხვა, რადგან იქ არსებული ინფორმაცია ძალზე მნიშვნელოვანია.

273819897-1021246531934502-7922388838255158478-n-1645180744.jpg

რომელია წამლის ყველაზე ბიუჯეტური გენერიკი?

გენერიკი წამლების ქიმიური შემადგენლობა ერთნაირია, თუმცა მათი ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს რამდენიმე მიზეზის, მათ შორის, მწარმოებელი კომპანიის მასშტაბის, მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით შეარჩიეთ ის გენერიკი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღებია. სხვადასხვა გენერიკზე ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი Sando.com.ge,რომელიც ძალიან მოქნილი და მომხმარებლებში ინფორმაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პლატფორმაა. ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვისსასურველი წამლის დასახელება, შედეგად იმავე შემადგენლობისა და მოქმედების მქონე გენერიკებს დაათვალიერებთ. თითოეულ წამალს მითითებული აქვს წარმოშობის ქვეყანა, შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები და ფასი. საიტზე წარმოდგენილია მედიკამენტების ძირითადი ფასები, ანუ არ არის გათვალისწინებული ქსელში არსებული ფასდაკლებები და სააქციო ფასები. მოცემული ინფორმაციით თქვენთვის სასურველს შეარჩევთ და აფთიაქში შეიძენთ.