ტერფების თვითმასაჟი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სტრესს
კვლევები აჩვენებს, რომ ტერფის მასაჟს ჯანმრთელობისთვის უამრავი სარგებელი მოაქვს.
ეფექტურია ხანმოკლე მასაჟიც, ის სტრესს ამცირებს და საოცარ ენერგიას გვანიჭებს. მასაჟის დროს ნერვული სისტემა აქტიურდება, სისხლში თავის ტვინის ქიმიკატები - ენდორფინები მატულობს და თავს უფრო მხნედ ვგრძნობთ.
ერთ-ერთი კვლევისას აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც „ბრმა ნაწლავის“ ოპერაციის შემდეგ ტერფებზე მასაჟს იკეთებდნენ, ტკივილები ნაკლებად აწუხებდათ და ნაკლებ ტკივილგამაყუჩებელსაც სვავდნენ.
ტერფის მასაჟი სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს , კუნთები და ქსოვილები უფრო ჯანმრთელია, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებასაც. მასაჟი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლის ცუდი მიმოქცევა ან დიაბეტური ნეიროპათია აწუხებს.
მასაჟი ეფექტურია ართრიტის, ფიბრომიალგიის და ხანგრძლივი ტკივილის დროს.