6 საკვები პროდუქტი, რომელიც მელატონინს ბუნებრვივად შეიცავს - ჰორმონი ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებისაგან გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

6 საკვები პროდუქტი, რომელიც მელატონინს ბუნებრვივად შეიცავს - ჰორმონი ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებისაგან გვიცავს

მას თავის ტვინის შუა ნაწილში არსებული ჯირკვალი - ეპიფიზი გამოიმუშავებს. როდესაც მზე ამოდის, მცირე რაოდენობით მელატონინი გამოიყოფა, ხოლო მზის ჩასვლილსას მისი რაოდნეობა მატულობს.

კვების რაციონის გამდიდრება მელატონინის შემცველი პროდუქტებით და მისი დანამატის სახით მიღება, ძილს აუმჯობესებს. მელატონინი ეფექტურია მათთვის, ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, დანამატები უსაფრთხოა. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ახასიათებს თავის ტკივილი, გულისრევა, ძილიანობა და თავბრუსხვევა.

მკვლევარების აზრით, მელატონინის დანამატის სახით მიღება აუცილებელი არ არის, ვინაიდან მისი შემცველი პროდუქტები სისხლში ბუნებრივად ზრდის ჰორმონის დონეს.

ასაკის მატებასთან ერთად, მელატონინის დონე მცირდება, ამ დროს ჰორმონის მიღება თავის ტვინის დარღვევებისაგან გვიცავს. კვლევები აჩვენებს, რომ მელატონინს შეუძლია ისეთი ნერიოდეგენერაციული დაავადებებისაგან დაგვიცავს,როგორებიცაა: ალცჰაიმერი და პარკინსონის დაავადება.

ჰორმონს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია თვალისთვისაც. მელატონინის დანამატები ეფექტურია ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისას. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ხანდაზმულ პაციენტებში მელატონინის დონის შემცირება შესაძლოა, თვალის მაკულარული დეგენერაციის მაპროვოცირებელი იყოს.

მელატონინს შეიცავს შემდეგი საკვები პროდუქტები:

ალუბალი

ალუბლის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშუალებაა მათთვის, ვისაც ძილის პრობლემები აწუხებთ. ალუბალი ორგანიზმში მელატონინის დონეს ზრდის და სრულფასოვან ძილს უწყობს ხელს.

აღსანიშნავია ისიც, რომ წვენი მეტად ეფექტურია, ვიდრე ცოცხალი ხილი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ალუბლის წვენი შაქარს შეიცავს და მისი ღამით მიღება, კალორიების მატებას შეუწყობს ხელს.

გოჯი ბერი(გოჯი კენკრა)

გოჯი ბერი ცნობილია, როგორც დაბერების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე კენკრა. ის მდიდარია მელატონინითაც და დაგეხმარებათ უძილობასთან ბრძოლაში.

კვერცხი

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შორის კვერცხი მელატონინის საუკეთესო წყაროა. ცილებით მდიდარი საკვები უამრავ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ამასთან მის შემადგენლობაში შედის რკინაც.

რძე

თბილი რძე უძილობის სამკურნალო ტრადიციული საშუალებაა. ის მელატონინით მდიდარი პროდუქტია, 1 ჭიქა თბილი რძე უმალ მოგგვრით ძილის სურვილს.

თევზი

თევზი მხოლოდ ომეგა3-ის ცხიმოვან მჟავებს როდი შეიცავს, ის მელატონინითაც არის მდიდარი. ცხიმიანი თევზი, როგორებიცაა სარდინი, ორგანული და სხვ. ინსომნიასთან ბრძოლაში გვეხმარება.

თხილეული

თხილის სახეობათა უმეტესობა მელატონინით მდიდარია. ჰორმონის ყველაზე მაღალი შემცველობა ფისტასა და ნუშშია. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ თხილეული ომეგა3-ის, ანტიოქსიდანტებისა და საკვები მინერალების საუკეთესო წყაროა.