4 მცენარე, რომელიც სასუნთქი გზების ფუნქციას აუმჯობესებს
ზოგიერთი მცენარე ისეთი ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი, რომ მათ გასაოცარი უნარი აქვთ, საგრძნობლად გააუმჯობესონ სასუნთქი გზების ფუნქცია.
ყველაზე სასარგებლო მცენარეები, რომლებიც სასუნთქ სისტემას უხდება
ინგლისური სურო
დანამატები, რომლებიც ინგლისური სუროს ექსტრაქტისგან არის დამზადებული სასუნთქ გზებს ხსნის. კლინიკური კვლევებით დასტურდება, რომ მცენარე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ეფექტურია და სიმპტომებს ამსუბუქებს. მისი ეფექტი ფქოდ-ის სამკურნალო მედიკამენტებსაც კი უტოლდება.
თუმცა, ის ყველა პაციენტისთვის არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან მცენარე ზოგს კანს უღიზიანებს, რაც დაუცველი სასუნთქი გზებისთვის სახიფათოა.
ჟენშენი
ერთ-ერთი კვლევისას აღმოჩნდა, რომ ჟენშენი ფილტვების ფუნქციას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ ჟენშენის მიღების შემდგომ ვარჯიში უფრო გაუმარტივდათ, ფიზიკურ დატვირთვას მეტად იტანდნენ და ცხოვრების ხარისხიც უფრო მეტად გაუუმჯობესდათ.
წითელი სალბი
წითელი სალბი სასუნთქ გზებში ანთებით პროცესებს ამსუბუქებს. ის ეფექტურია ფქოდ-ს სამკურნალო მედიკამენტებთან კომბინირებულიც და მნიშვნელოვნად ამცირებს ფილტვების მდგომარეობას. წითელი სალბის თერაპიულ გამოყენას აქვს ის უპირატესობა, რომ მცენარეში შემავალ ანტიოქსიდანტებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია.
კურკუმინი
კურკუმა კურკუმინს შეიცავს. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მას ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კურკუმინი ანტივირუსული მოქმედებითაც გამოირჩევა და კიბოს პრევენციისთვისაც გამოიყენება.
რაც შეეხება ფილტვებს, პირდაპირი კავშირი სასუნთქ გზებსა და კურკუმას მოქმედებას შორის არ არის დამტკიცებული, თუმცა მისი თვისებები ფილტვებისთვის ნამდვილად წარმოადგენს ერთგვარ დამცავ საშუალებას.