რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
    გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
    გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
    სრულად

    ათეროსკლეროზის გამომწვევი 5 ძირითადი მიზეზი - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ათეროსკლეროზის გამომწვევი 5 ძირითადი მიზეზი

    როგორც იცით, ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და დუნდება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.

    სისხლში არსებული ჭარბი ქოლესტერინი სისხლძარღვების შიგნითა ზედაპირზე ილექება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს, რომლებიც უმთავრესად ცხიმისა და კალციუმისგან შედგება. დროთა განმავლობაში ათეროსკლეროზული ფოლაქის ზედაპირზე ილექება თრომბოციტები (სისხლის შედედებაში მონაწილე სისხლის ელემენტები) და ცილები. ჩნდება თრომბი.

    ათეროსკლეროზის დიაგნოზირებაზე მეტად მნიშვნელოვანი დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორების დროული პრევენციაა.

    მაღალი ქოლესტერინის დონე

    მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი ხშირად ერთმანეთის თანმიმდევრულად იჩენს ხოლმე თავს. როდესაც ჩვენი კვების რაციონი ნაჯერი ცხიმებით არის გადატვირთული, ეს სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ დონის მატებას იწვევს. შესაბამისად, იზრდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკიც. აღსანიშნავია ისიც, რომ „კარგი ქოლესტერინის“ დონის მატება ათეროსკლეროზის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

    დიაბეტი

    შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობით ხასიათდება. სისხლში დიდი რაოდენობით გლუკოზის არსებობისას წარმოიქმნება გარკვეული ქიმიური ნივთიერება, რომელიც არტერიის კედლის უჯრედებს აზიანებს, ასევე სხვა ქიმიკატების რაოდენობასაც ამცირებს, რომლებიც სისხლის ნაკადის მოძრაობას უწყობენ ხელს.

    თამბაქოს მოწევა

    ათეროსკლეროზის და ვასკულარული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ყველაზე ეფექტური პრევენციული ზომა სიგარეტზე უარის თქმაა.

    მოწევა ხელს უყწობს სისხლძარღვების დაზიანებას, რაც პირდაპირ ზრდის ათეროსკლეროზის რისკს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თამბაქოს კვამლი საფრთხის შემცველია და აზიანებს მათ სისხლძარღვებსაც, ვინც პასიური ანუ მეორეული მწეველები არიან.

    მოწევა არტერიული წნევის მატებას და „კარგი ქოლესტერინის“ დონის შემცირებასაც უწყობს ხელს.

    სიმსუქნე

    ჭარბი წონა არტერიებში ცხიმოვანი ფოლაქების წარმოქმნას უწყობს ხელს. სიმსუქნე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დიაბეტისთვისაც, მაღალი ქოლესტერინის და სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებისათვის, რომლებიც სისხლძარღვებს აზიანებს და ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.

    ალკოჰოლი

    მამაკაცები, რომლებიც ჭარბად სვამენ ალკოჰოლს 4-5 წლის განმავლობაში, არტერიების კედლები უსქელდებათ. რაც შეეხება, ალკოჰოლის ზომიერ მიღებას, ის „კარგი ქოლესტერინის“ დონეს ზრდის, რაც არტერიებს, პირიქით, იცავს.