თავის ტკივილის ხუთი ნიშანი, რომელთა დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

ხანგრძლივი თავის ტკივილის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს პაციენტის ცხოვრების წესი: ცვლებში სამსახური, ღამის აქტიურობა, ყავის ჭარბად მიღება, კომპიუტერთან მუშაობისას კუნთოვანი შებოჭილობა - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს თავის ტკივილის პოტენციური გამომწვევი. ამას გარდა, ის შეიძლება განვითარდეს სტრესის ან ძილის დარღვევის დროს, ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებში.
არსებობს ხუთი ძირითადი ნიშანი, რომელიც სპეციალისტის გადაუდებელ კონსულტაციას მოითხოვს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
როდესაც თავის ტკივილისას აღინიშნება:
- არამკაფიო მხედველობა ან თვალებში გაორება,
- ღებინება,
- კისრის კუნთების რიგიდობა და მაღალი ტემპერატურა,
- თავის დაძაბულობა იწვევს უძილობას,
- თავის ტკივილი ძლიერდება, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები კი არაეფექტურია.
ნებისმიერი ჩამოთვლილი შეიძლება მეტყველებდეს სერიოზულ შინაგან პათოლოგიაზე, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში აღმოჩნდეს.