წყლის მიღების წესები მეტაბოლიზმის ნორმალიზაციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წყლის მიღების წესები მეტაბოლიზმის ნორმალიზაციისთვის

– ქალბატონო ლია, რა როლი ენიჭება წყალს ნივთიერებათა ცვლის პროცესში?

– წყალი ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია და მისი წილი სხეულის მასის 70%-ს შეადგენს. ის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ჰაერის შემდეგ, ამიტომ მისი დეფიციტი ადამიანს მტკივნეულად გადააქვს.

ორგანიზნის ნებისმიერი სისტემის თითოეული ცვლითი პროცესი საჭიროებს საკმარისი რაოდენობით წყალს. მისი უკმარისობისას სხეულის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება დროებით შეჩერდეს, ძალების ეკონომიის მიზნით.

ყველა საკვები ნივთიერება და მეტაბოლიზმის „გარდამავალი“ პროდუქტი წყალშია გახსნილი, ის არის მჟავატუტოვანი ბალანსის, თერმორეგულაციისა და ოსმოსური წნევის საფუძველი. ნორმალური ცხოველმყოფელობის ეს სამი საბაზისო ფუნქცია არ უნდა დაირღვეს. თუ მათი მუშაობის დაქვეითებას რეგულარული ხასიათი მიეცემა, ორგანიზმი ამაზე რეაგირებს პათოლოგიით, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მჟავატუტოვანი ბალანსის მაგალითზე, რომელიც ნებისმიერ მხარეს გადახრისას იწვევს ადინამიას, აპათიას, ჭარბი წონის წარმოქმნას. წყალი, მინერალებთან ერთად კომპლექსში, რომლებიც ორგანიზმს მნიშვნელოვნად მიეწოდება სითხესთან ერთად, სრულფასოვანი ცხოვრებისა და დღეგრძელობის საფუძველია.

– როგორია წყლის სწორი მიღების რეკომენდაცია მეტაბოლიზმის ნორმალიზაციისთვის?

– გარკვეული რაოდენობით წყლის მიღების რეკომენდაცია არის ყველა დიეტაში. წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს, მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი, ანუ როდესაც ადამიანი მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევს, ისვენებს და არ ვარჯიშობს. ცხადია, ამ შემთხვევაში გახდომა შესაძლებელი იქნება ჯანსაღი, დაბალანსებული და ზომიერი კვებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეში ადამიანმა უნდა მიიღოს 1,5-2 ლიტრი წყალი. ეს ციფრი ჰაერიდან არ მოსულა. სპეციალისტების შეფასებით, სითხის ამ მოცულობას დაახლოებით 100 კკალორიის დაწვის უნარი აქვს.

1. დიეტოლოგების კლასიკური რეკომენდაციაა, რომ წყლის ულუფა უნდა მივიღოთ ჭამამდე დაახლოებით 20-30 წუთით ადრე და ტრაპეზიდან 1 საათის შემდეგ. ჭამის წინ მიღებული წყალი ზედმეტი ჭამისგანაც დაგვიცავს.

2. რომ გამოვთვალოთ, რამდენი სითხე გვესაჭიროება, უნდა გავამრავლოთ ჩვენი მასა 30-40 მლ-ზე. 30 მლ მათთვისაა, ვისაც დაბალი ფიზიკური აქტივობის დონე აქვს, ხოლო 40 მლ – მათთვის, ვინც ფიზიკურად ზომიერად აქტიურია. მომატებული ფიზიკური აქტივობისას წყალზე მოთხოვნილება იზრდება კგ წონაზე 45 მლ-მდე.

3. არ უნდა დაველოდოთი წყურვილის გრძნობას. ამ შემთხვევაში ორგანიზმი უკვე განიცდის სითხის ნაკლებობას და საჭიროზე მეტ სითხეს დავლევთ. ჭარბი სითხე კი დაგროვდება რბილ ქსოვილებში და შეიძლება განვითარდეს შეშუპება. ყველაზე ეფექტურია მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა წყლის დალევა. დაახლოებით 200-250მლ ყოველ საათში. მთავარია ეს გაკეთდეს თანაბარზომიერად და მუდმივად.

4. წყლის პირველი ულუფა ორგანიზმში უნდა მოხვდეს გაღვიძებისთანავე, ჭამამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე. ასე თქვენი ორგანიზმი პირველი კვებისთვის მზად იქნება საკვების ასათვისებლად.

5. შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის შემდეგ ან ტრაპეზის დროს – მეცნიერების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით იყოფა. ერთნი თვლიან, რომ ეს ანელებს საკვების ათვისების პროცესს, მეორენი საკვების მიღების შემდეგ წყლის დაყოლებაში პრობლემას ვერ ხედავენ.

6. ჩვეულებრივი წყალი შეიძლება ჩავანაცვლოთ მინერალური არაგაზირებული წყლით. გაზიანმა სასმელმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.

სასმლის ძირითადი მოცულობა ვახშმამდე უნდა მივიღოთ. დილით შეშუპების თავიდან ასაცილებლად ბოლო ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.