თაფლისა და დარიჩინის ნარევი გაციებისა და ქრონიკული ხველის დროს ეფექტურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თაფლისა და დარიჩინის ნარევი გაციებისა და ქრონიკული ხველის დროს ეფექტურია

სპეციფიკურ გემოსა და არომატთან ერთად მას განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებიც აქვს - მასში არსებული ალდეჰიდი ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.ამ ნივთიერების ბიოქიმიური თავისებურებანი და მეტაბოლურ პროცესებში ჩართულობა მეცნიერთა კვლევის საგანია. სწორედ მეცნიერულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დარიჩინი არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ საუკეთესო დამხმარე საშუალებაა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას. კერძებსა თუ სასმელებს (ჩაის, ყავას, ჩუმამაწონს, იმავე კეფირს) დამატებული, ძლიერ სამკურნალო ეფექტს ამჟღავნებს.

დიაბეტით დაავადებულთათვის შეიძლება დღეში ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი.სანელებელში შემავალი კალციუმი და განსაკუთრებული ბოჭკოები იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისგან. დარიჩინი საუცხოოდ ახშობს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. ჯანსაღი სუნთქვისა და პირ-ხახის გაგრილებისთვის წესად აქციეთ ყოველ დილით თაფლიან-დარიჩინიანი ხსნარის ყელში გამოვლება - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით თითო ჩაის კოვზი თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი მეტად ეფექტურია გაციებისა და ქრონიკული ხველის დროსაც. ხველის ძლიერი შეტევისას ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი შეურიეთ ერთ სადილის კოვზ თაფლს და 4-5 დღის განმავლობაში მიიღეთ.

შეგიძლიათ, ერთი ჩაის კოვზი სანელებელი გახსნათ ერთ ლიტრ მდუღარე წყალში, დაამატოთ ცოტაოდენი შავი პილპილი, გემოვნებისამებრ თაფლი და 4 საათში ერთხელ სვათ. გამოხატული ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო დარიჩინს რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. დღეს უკვე ექიმებიც აღიარებენ, რომ ეს სანელებელი კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა.

გინეკოლოგები მის გამოყენებას გვირჩევენ მენსტრუალური ტკივილის სინდრომის შესამსუბუქებლად. საკვებში დარიჩინის დამატებით არა მხოლოდ კერძს სძენთ საუცხოო გემოს, არამედ კუჭსაც ეხმარებით მიღებული საკვების მონელებაში. დარიჩინი მეტეორიზმთან ბრძოლის შესანიშნავი საშუალებაა. ის აადვილებს მონელებას, აქვეითებს კუჭის მჟავიანობას, ახშობს დილის გულისრევას, ფაღარათს. მეოთხედი ჩაის კოვზი დარიჩინი ყველა კერძს უნდა დაუმატოთ. ეს სანელებელი ეფექტურია თავის ტკივილისა და შაკიკის დროსაც.