რატომაა აუცილებელი პანდემიის დროს ოთახის ხშირი განიავება
მათი კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია ხშირი განიავებით. იმ ოთახში სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს, 10-15 წუთით განიავება უნდა მოხდეს ყოველ ერთ საათში. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ყოველ ორ საათში მაინც უნდა მოხდეს ფანჯრების გაღება. თუ ესეც არ გამოდის, ოთახი უნდა განიავდეს სამუშაო დღის დაწყებამდე და სასადილო შესვენებისას. ეს რეკომენდაცია ეხება არა მარტო კორონავირუსის პანდემიას, არამედ ჩვეულებრივ გრიპისა და მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციებსაც.
რეგულარული განიავება ორგანიზმის დამცველობით ძალებს აძლიერებს. ზამთარში გათბობის გამო, შენობებში ტენიანობა ქვეითდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ლორწოვან გარსებზე. ლორწოვანი გამოშრობისას, ნაკლებად გვიცავს მიკროორგანიზმების შეჭრისაგან. ოთახის განიავებას ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გაუმჯობესების ფუნქციაც აქვს, რომელიც პირველ ბარიერს წარმოადგენს ვირუსების გზაზე.