ყავა ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო სასმელად დასახელდა
ავტორებმა ჩაატარეს ყავის მოხმარებასა და ჯანმრთელობაზე მისი გავლენის შესახებ 24 კვლევის მიმდინარეობისას მიღებული შედეგების მეტაანალიზი.
საერთო ჯამში ევროპაში, ა.შ.შ-ში, კანადასა და იაპონიაში ჩატარებულ კვლევებში მონაწილოებდა ორივე სქესის თითქმის 700 ათასი ადამიანი. კვლევის ათიათასამდე მონაწილე ქალს დაუდგინდა ენდომეტრიუმის (საშვილოს ლორწოვანი გარსი) კიბო.
აღმოჩნდა, რომ ყავის მაქსიმალური დონით მომხმარებელი ჯგუფის ქალებში, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი 29%-ით დაბალი იყო, ვიდრე ქალებში რომელებიც ყავას ცოტას ან საერთოდ არ იღებდნენ. ამასთან, როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ჩვეულებრივი ყავა, მომზადების წესის მიუხედავად, კიბოსგან უკეთ იცავს, ვიდრე დეკოფეინიზირებული სასმელი.